in

ვინილი, რომელიც ოკეანიდან ამოღებული პლასტმასით შეიქმნა

BOG
BOG

ბრიტანული ლუდსახარში კომპანია Sharp ოკეანის პლასტმასით დაბინძურებას ებრძვის და პრობლემის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას, ყველაზე ნათლად, ახალი კამპანიით გამოხატავს.

კამპანიის ფარგლებში, ოკეანიდან ამოღებული პლასტმასა შეგროვებად ჩანაწერებად გარდაიქმნა.

კორნვოლში დაფუძნებული ბრენდის კამპანიაზე სააგენტო HAVAS ლონდონმა იმუშავა, კომპანია Vivendi-ს თანამოაზრე მუსიკალურ ჯგუფთან კოლაბორაციით. პლასტმასა კი, სწორედ კორნვოლის სანაპიროებიდანაა ამოღებული.

სპეციალურად ამ კამპანიისთვის არტისტ ნიკ მალვეის მიერ, რომელიც Mercury-ს მუსიკალურ ჯილდოზე იყო წარდგენილი, ორიგინალი კომპოზიცია “In the Anthropocene” შეიქმნა (Anthropocene – ანთროპოცინის ქართული  შესატყვისი ვერ მოვიძიეთ, თუმცა შინაარსობრივად, ის მიმდინარე გეოლოგიურ ხანას აღნიშნავს, სადაც ადამიანის ქმედებებს დომინანტური ზეგავლენა აქვს კლიმატსა და ბუნებრივ გარემოზე).

ვინილის ლიმიტირებული ჩანაწერი driftrecords.com-ზე გაიყიდება. გარდა ამისა, ტრეკი ხელმისაწვდომი იქნება ციფრულ პლატფორმებზე: Spotify და Apple music და როგორც უკვე ზემოთ მოცემული ბმულიდან მიხვდით, youtube-ზეც.

ორივე შემთხვევაში, შემოსული თანხა სერფერებს გადაერიცხებათ, რომლებიც ბრიტანულ სანაპიროებს დაბინძურებისგან, მათ შორის, პლასტმასას ნარჩენებისგანაც ასუფთავებენ.

შეგახსენებთ, რომ Sharp-ისა და Havas-ის წინა კამპანიაში, ატლანტის ოკეანის ხმები ჩაწერეს.

Nike, Facebook და სხვა ცნობილი კომპანიები თბილისში, Touch-ის კონფერენციაზე

Eastern Promotions და თიბისი სტატუსის ინიციატივით, წინანდალში Jazz and Wine ფესტივალი გაიმართება