24
Oct
2019

„ბილაინის“ თანამშრომლები საერთაშორისო ჰაკათონში სეულში გამგზავრებისთვის იბრძვიან

24 Oct 2019

„ბილაინის“ 5 თანამშრომელი საქართველოდან, ამსტერდამში, „ვიონი ჯგუფის“ საერთაშორისო ჰაკათონში მონაწილეობს. კონკურსის მთავარი პრიზი – გამგზავრება სეულში, სამხრეთ კორეა.

„კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის პროვაიდერი საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“ (Veon), რომელიც საქართველოში „ბილაინის“ ბრენდითაა წარმოდგენილი, უკვე მესამე წელია მართავს ინოვაციურ კონკურსს DIGITHON, თანამშრომლებისთვის 10-ვე ქვეყნიდან სადაც „ვიონია“ წარმოდგენილი. DIGITHON ორი სიტყვის გაერთიანებით წარმოიშვა – “digi” სიტყვიდან digital და “thon“ – hackathon -იდან. DIGITHON ციფრული პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნას, ან არსებულის გაუმჯობესებას ემსახურება. პირველ ეტაპზე, ადგილობრივი კონკურსი „ვიონის“ წევრ 10-ვე კომპანიაში ტარდება. თითოეული ქვეყნიდან პირველ ადგილზე გასული გუნდი კი გლობალურ DIGITHON-ზე ჯგუფის სათავო ოფისში, ამსტერდამში მიემგზავრება“.

კომპანიაში ამბობენ, რომ გუნდების კომპლექტაცია ამსტერდამში ჩასვლამდე იწყება და ადგილობრივი კონკურსისგან განსხვავებით, არა მხოლოდ სხვადასხვა დეპარტამენტის, არამედ სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს აერთიანებს. ამსტერდამში ჩასვლისას, მონაწილე 10 გუნდი პირველი 24 საათი პროდუქტის იდეასა და პროტოტიპზე მუშაობს, მეორე დღეს კი პრეზენტაციით წარდგება.

„წელს მონაწილეები მუშაობენ ისეთი ინოვაციური ციფრული მომსახურებებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ახალ 5G ტექნოლოგიას ეყრდნობა. სწორედ ამიტომაა პირველ ადგილზე გასული გუნდის ჯილდო გამგზავრება სეულში – სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ინოვაციების შუაგულში, სადაც 5G „ლაივშია“. გამარჯვებულ გუნდს ასევე ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს შემდეგი წლის DIGITHON–ის ორგანიზებაში.

გარდა იმისა, რომ DIGITHON შესანიშნავი მოტივაციაა თანამშრომლებისთვის, „ვიონის“ წევრი კომპანიები წარმატებით იყენებენ ამ პლატფორმას ყველაზე საინტერესო გამოწვევების გადაჭრისთვის. DIGITHON-ის იდეაა ინოვაციური მიდგომის, კრეატიული აზროვნებისა და თანამშრომლობის წახალისება, რაც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ხელი შეუწყონ ანტრეპრენიორული სულისკვეთების ჩამოყალიბებას“.

[R]

განხილვა