in

#1 „ვირუსული მარკეტინგის“ ტრენერი – ნია პატარაშვილი

დარწმუნებული ვარ დაფიქრებულხართ, რატომ ხდება ზოგიერთი ბრენდი უმოკლეს დროში პოპულარული, ზოგი კი მრავალწლიანი არსებობის მანძილზეც ვერ იმკვიდრებს სახელს? რატომ ხდება ზოგიერთი პროდუქტი ტრენდული, ზოგის იდეაც კი წარუმატებელია? – ამ საკითხებზე მარკეტოლოგი და „ვირუსული მარკეტინგის“ ტრენერი ნია პატარაშვილი გვესაუბრა.

  • “ ყველა კომპანიას აქვს სურვილი მისი პროდუქტი იყოს გამორჩეული და ხალხისთვის ცნობადი. თუმცა, საქართველოში არსებული კომპანიების უმრავლესობას ბრენდის რეკლამისთვის მწირი ბიუჯეტი აქვს. ვირუსული მარკეტინგის, როგორც რეკლამის ინსტრუმენტის მთავარი მიზანია სწორედ მინიმალური დანახარჯებით მივიღოთ ის შედეგი, რასაც ბრენდის ვირუსულ ატაცებას ვეძახით.

“ვირუსული მარკეტინგის“ კურსი გთავაზობთ შესაძლებლობას, ისწავლოთ თუ რა ხდის პროდუქტებს, იდეებსა და ქცევებს გადამდებს. ისწავლოთ, თუ როგორ გახადოთ ნებისმიერი იდეა უფრო დასამახსოვრებელი, იქნება ეს იდეის წარდგენა მცირე სოციუმში, თუ მასშტაბურ ღონისძიებებზე. 

თქვენ შეისწავლით, თუ როგორ აყალიბებს სოციალური გავლენა ყველაფერს, რასაც ადამიანები აკეთებენ, დაწყებული იმ პროდუქტებიდან, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვყიდულობთ, დამთავრებული იმ პროფესიით, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ.

ვირუსულ მარკეტინგზე საუბრები 1996 წლიდან იწყება და დღემდე აქტუალობას არ კარგავს. პირიქით, ჩვენთან ჯერ კიდევ ახლა ხდება ამ მიმართულების სწორად გაგება და ათვისება.

ყველაზე მთავარი ამ პროცესში არის იდეა, რომელსაც მარკეტოლოგები ჩათვლიან რომ იქნება ძალიან მარტივად და სწრაფად გავრცელებადი.  აუცილებელია მსგავსი ტიპის რეკლამას ჰქონდეს ცალსახა და კონკრეტული მესიჯი, სწორად შერჩეული სამიზნე აუდიტორია და ამოცანა, თუ რა შედეგზე უნდა გაგვიყვანოს ამ რეკლამამ. მესიჯი იმდენად საინტერესო და დამაინტრიგებელი უნდა იყოს, რომ მსგავსი ტიპის რეკლამამ ბრენდის გარშემო დისკუსია გამოიწვიოს, ხოლო ინტერნეტ მომხმარებლებს მისი გაზიარების სურვილი გაუჩნდეთ. 

აუცილებელია გავიაზროთ, რომ ზეპირი ან პირისპირ კომუნიკაცია ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული რეკლამა. თქვენ უნდა შეისწავლოთ ის 6 საკვანძო ნაბიჯი, რომელიც ადამიანებს თქვენი პროდუქტის გაზიარებისკენ უბიძგებს.

ყველაზე რთული პროცესი არის კამპანიის დასაწყისი, კრეატიული იდეის შექმნა. ყველაზე დიდი დატვირთულობა მოდის იდეის მოფიქრებაზე, შედეგების გათვლაზე და უარყოფითი უკუკავშირის მიღებაზეც კი. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა დარწმუნებული ვიყოთ რეკლამის დადებით შედეგებში, აუცილებლად გვექნება უარყოფითი უკუკავშირიც. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

თუმცა, წარმატებული ვირუსული გზავნილის შესაქმნელად ორ მნიშვნელოვან საკითხს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველი, როგორც უკვე ვთქვი არის იდეა, მისი შინაარსით მოულოდნელი, ემოციური, მოტივაციის მომცემი. ამბავი, რომელშიც ჩვენ ვართ და თან ჩვენ არ გვეხება. ხოლო მეორე საკითხი „ვირუსული“ მარკეტინგის გავრცელებაა, ე.წ „დათესვის“ სტრატეგიებით. რაც გულისხმობს იმის გადაწყვეტას, თუ რა გზით გაავრცელებენ მარკეტოლოგები რეკლამას. იმ კონკრეტული მომხმარებლების ბაზის სტრატეგიულად შერჩევა, ვისაც პირველებს მივაწვდით აღნიშნულ კონტენტს და გარკვეული მიზნობრიობით შერჩეული რამდენიმე პერსონა, რომლის აზრსაც ჩვენი სამიზნე ჯგუფები იზიარებენ.

კურსის დასასრულისას თქვენ არა მხოლოდ შეძლებთ გააანალიზოთ პოპულარული პროდუქტების, იდეებისა და სერვისების წარმატება, არამედ გამოიყენოთ ეს ყოველივე პრაქტიკაში და შეძლოთ საკუთარი კომპანიის, პროექტისა თუ იდეის სწორად მართვა და მიზნობრივ აუდიტორიამდე მიტანა.

[პარტნიორის კონტენტი]

ინსტაგრამი Blend-ის ფუნქციას ავითარებს

Cadbury-ის თილისმა ენოტი გახდა