in ,

როგორ გავზარდოთ ახალგაზრდების ჩართულობა არჩევნებში? – აქცია Rocks the Vote

არჩევნებში მოსახლეობის აქტივობის გაზრდა ამერიკაშიც მნიშვნელოვანი საკითხი ყოფილა. Virgin America–მ გაიხსენა ძველი ტრადიცია Rocks the Vote და ახალგაზრდების გასააქტიურებლად აქცია წამოიწყო.

BOG

ავიაკომპანია ვიდეორგოლს, თვითმფრინავის აფრენამდე, უსაფრთხოების წესების შემდეგ აჩვენებს. ახალგაზრდებს, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მოუწოდებენ, რომ დროულად დარეგისტრირდნენ და Wi-Fi–ით, პირდაპირ, ფრენის პროცესშივე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

Rocks the Vote-ის მიზანია, ახალგაზრდებმა გამოიყენონ არჩევანის უფლება, დააფიქსირონ თავისი აზრი, ამ გზით ახსენებენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. მათი არჩევანი, ახალი თაობის ცხოვრებაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს.  

 

 

აქცია Rocks the Vote სათავეს 90–იან წლებში იღებს. ნახეთ, როგორ მოუწოდებს MTV–ის არხზე მადონა ახალგაზრდებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

 

“Refugee” – დოკუმენტური ვიდეორგოლი 5 შვილის დედაზე

ცნობილი სერიალების საუკეთესო “ექიმები” ჯანმრთელობის შემოწმებისკენ მოგიწოდებენ