in

Virgin Galactic-მა ზებგერითი თვითმფრინავის დიზაინი წარადგინა

veon
veon

კოსმოსური ტურიზმის მიმართულებით მომუშავე კომპანია Virgin Galactic-მა ზებგერითი თვითმფრინავის დიზაინი წარადგინა. კომპანიის მტკიცებით, თვითმფრინავის ბოლო ვერსიას 19 ადამიანის გადაყვანა და ბგერით სიჩქარეზე სამჯერ სწრაფად გადაადგილება შეეძლება.

Virgin Galactic-ის ფოკუსი კოსმოსური ტურიზმია, შესაბამისად, მის მიზანს კოსმოსში ტურისტების გადაყვანის უზრუნველყოფა წარმოადგენს. თუმცა, კომპანია ავლენს ინტერესს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილს შორის, სწრაფი გადაადგილების უზრუნველყოფის მიმართულებითაც. ზებგერითი თვითმფრინავის დიზაინი სწორედ ამ მიზნით შეიქმნა – ის სუბორბიტული რაკეტის დახმარებით, მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილების პროცესს გაცილებით სწრაფს გახდის.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, Virgin Galactic აღნიშნავს, რომ მისი ზებგერითი თვითმფრინავი დედამიწიდან 18 კილომეტრის სიმაღლეზე იფრენს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაასრულებს კომპანია თვითმფრინავზე მუშაობას, რა იქნება მისი ფასი და როდის უნდა ველოდოთ ბაზარზე მის გამოჩენას. როგორც უკვე ვთქვით, თვითმფრინავის დიზაინის მიხედვით, მასში 19 ადამიანი თავსდება. ამის გათვალისწინებით და ასევე, იმის გახსენებითაც, რომ Virgin Galactic-ის კოსმოსურ ხომალდზე მოსახვედრად, მსურველები, დაახლოებით, 250 000 დოლარს იხდიან, შეგვიძლია ზებგერითი თვითმფრინავის ბილეთების ფასზეც შევიქმნათ წარმოდგენა.

წყარო: The Verge

„აჭარაბეთმა“ 100 დღიანი გათამაშების გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა

„ჩემი მიზანი ფილოსოფიის, მუსიკის, ესთეტიკის, ეროტიკისა და ციფრული სამყაროს ოქროს კვეთის პოვნაა“ – მარიამ (ვივიენ) კაჭარავა