in

Virgin Galactic კოსმოსში კომერციულ ფრენებს 27 ივნისს დაიწყებს

ბილეთის ფასი 450 000 დოლარია…

მრავალწლიანი განვითარების შემდგომ, Virgin Galactic საბოლოოდ მზად არის მომხმარებლების მისაღებად. კომპანიამ უკვე დაადასტურა კიდეც, რომ მისი პირველი კომერციული კოსმოსური ფრენა Galactic 01 27 ივნისს გაეშვება. საინაუგურაციო მისიის ფარგლებში იტალიის საჰაერო ძალებიდან და ეროვნული კვლევითი საბჭოდან 3 ადამიანს გადაიყვანს…

კომპანიაში უკვე მომდევნო ფრენებზეც საუბრობენ — სავარაუდოდ, Galactic 02 კერძო ეკიპაჟით ამავე წლის აგვისტოს დასაწყისში გაფრინდება. თუმცა სამომავლო მისიებზე მეტი დეტალი აღარ ვიცით, გარდა იმისა, რომ ამ ორ ფრენას კომპანიის ვებგვერდის საშუალებით Live რეჟიმში ვუყურებთ.

სატესტო ფრენა Virgin-მა მაისის ბოლოს ჩაატარა, რაც მისთვის რიგით მეხუთე ტესტირება იყო. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ კომპანია აქამდე მარტივად მივიდა, რადგან მრავალ სირთულესთან მოუწია გამკლავება — თავისი პირველი SpaceShipTwo სატესტო ფრენები 2013 წელს დაასრულა. ტესტირებები 2016 წლამდე არ განახლებულა, მაგრამ მაინც 2021 წლამდე მოუწიათ მოცდა, რათა ფრენა ეკიპაჟით კომპანიის დამფუძნებელ რიჩარდ ბრენსონთან ერთად შეესრულებინათ.

ცხადია, ეს დებიუტი უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს Virgin-ის წარმატებაში, თანაც გასულ წელს მან 500 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა… მართალია, კომერციულმა ფრენებმა შეიძლება ეს ზარალი მალევე ვერ აანაზღაუროს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კოსმოსში გაფრენის 1 ბილეთი 450 000 დოლარი ღირს, ეს მას მაინც დიდ შემოსავალს მოუტანს. აღსანიშნავია ისიც, რომ Virgin Galactic Blue Origin-სა და ილონ მასკის ამბიციებს დიდად ჩამორჩება, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მაინც მასზე ადრე აღწევს დასახულ მიზნებს…

ნახეთ: ლამპიონებით განათებული ქუჩების მელანქოლიური სცენები

„ბიოგრაფმა“ „საკენის“ დეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა