გახსოვთ, რომ მოგიყევით Virgin Galactic კოსმოსში კომერციულ ფრენებს დაიწყებსო? ეს უკვე რეალობაა — კომპანიამ წარმატებით შეასრულა თავისი პირველი ფრენა და ტურისტები ორბიტაზე წაიყვანა!
Galactic 01-ის კოსმოსური ფრენა ნიუ-მექსიკოში მდებარე Spaceport American-იდან შესრულდა. მისი ფლოტი კი 2 პილოტისა და 4 მგზავრისგან შედგებოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი Virgin Galactic-ის ტრენერი იყო, იგი მისიას აკვირდებოდა. დანარჩენი სამი კი იტალიური საჰაერო ძალების წარმომადგენლები იყვნენ.
კოსმოსურმა ხომალდმა ტვირთიც გადაიტანა, მათ შორის ადამიანებისა და ავტონომიური ექსპერიმენტების ნაზავი, რათა მეცნიერებს დაეხმარონ, გაიგონ მეტი ბიოსამედიცინო სფეროს შესახებ, თერმო-სითხის დინამიკასა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ინოვაციური ეკომასალები მიკროგრავიტაციის პირობებში.
შემდგომი ფრენა კი აგვისტოსთვის დაიგეგმა და როგორც აცხადებენ, Virgin Galactic-ს მოლოდინის რეჟიმში უკვე 800 მგზავრი ჰყავს. აი, რაც შეეხება ბილეთებს, ზოგიერთი 10 წლის წინ 200 000-დან 250 000 დოლარის ფარგლებში გაიყიდა, ხოლო კოსმოსში მოგზაურობის ახალ მსურველებს 450 000 დოლარისა და უფრო მეტის გადახდა მოუწევთ.
„ისტორიული ფრენა ჩვენი პირველი კომერციული ფრენა იყო და ასევე, პირველი კომერციული კვლევის მისია — შემოგვთავაზა განმეორებადი და სანდო წყარო კოსმოსზე წვდომისთვის, როგორც კერძო მგზავრებისთვის, ისე მკვლევრებისთვის“, — აცხადებს მაიკლ კოლგლაიზიერი, Virgin Galactic-ის ხელმძღვანელი.
და თუ გაინტერესებთ, რა ხდებოდა პირველი კომერციული ფრენის დროს მაშინ, Virgin Galactic-ის Twitter-ს უნდა ესტუმროთ.