კოსმოსური ტურიზმის ბაზარზე კოსმოსური ბუშტის კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ძვირადღირებულ კაბინას სთავაზობს. იგი ატმოსფეროს ზედა ფენაში გიგანტური ბუშტის სახით დაიდებს ბინას. უკვე 600-ზე მეტი ბილეთი 125 000 დოლარად გაიყიდა, გაშვება კი 2024 წელს კენედის კოსმოსური ცენტრიდან იგეგმება.
თეთრ კაფსულას 1.5 მეტრი სიმაღლის ფანჯრები აქვს, რომლის ხედიც დედამიწისკენ იშლება. ღრმა სავარძლებით, მუქი იასამნისფერი ტონებითა და დაბალი განათებით კაფსულაში გალაქტიკით შთაგონებული სივრცეა შექმნილი. აქ Wi-Fi-სა და სასმელების ბარითაც კი შეგიძლიათ ისარგებლოთ.
ბუშტი 30 კილომეტრ (20 მილ) სიმაღლემდე ადის მაშინ, როცა კონკურენტები Virgin Galactic 50 მილს, ხოლო Blue Origin 62 მილს აღწევს. SpaceX Crew Dragons კი ყველანაირ რეკორდს ხსნის. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომერციული თვითმფრინავები 6 მილის სიმაღლემდე ადის, 20 მილი საკმაოდ კარგი მაჩვენებელიც გამოდის.
AFP-ს თანადამფუძნებელმა ჯეინ პოინტერმა განაცხადა, რომ „საჰაერო ბუშტი დედამიწის ატმოსფეროს 99 პროცენტზე მაღლა დგას“, რაც ნიშნავს იმას, რომ მგზავრები კოსმოსის შავ ფერსაც მარტივად შეამჩნევენ.
ხოლო თუ აქამდე კოსმოსში გასამგზავრებლად სპეციალური ტრენინგების გავლა იყო საჭირო, ახლა ეს არ მოგეთხოვებათ. ბუშტი კოსმოსში საკმაოდ ნელა 19 კმ/სთ სიჩქარითა და ნულოვანი გამონაბოლქვით ადის. ამ მიზეზით ისინი წყალბადის მიღებას განახლებადი წყაროებიდან აპირებენ და არა ჩვეულებრივი საწვავისგან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიის ფასი, კონკურენტებთან შედარებით, მეტად ხელმისაწვდომია, მაგალითად, Virgin Galactic-ის ბილეთები 450 000 დოლარი ღირს, SpaceX-ს კი კოსმოსში მოსახვედრად 55 მილიონი დოლარი გადაუხადეს, თუმცა მათ კვლევითი მიზნებიც ჰქონდათ…
„გვინდოდა გვეპოვა გზა, რომელიც ადამიანების ხედვას კოსმოსური ფრენის შესახებ ნამდვილად შეცვლიდა და მას უფრო ხელმისაწვდომსაც გახდიდა“, — განმარტავს პოინტერი.
კოსმოსური ბუშტის კომპანია პირველ წელს 25 ფრენას გეგმავს, ყველა ადგილი უკვე დაჯავშნილია. თუმცა ერთადერთი რამ, რასაც კოსმოსის ტურისტები ვერ გამოცდიან და, რაც მას კონკურენტებისგანაც განასხვავებს, უწონობის განცდაა.















