in

Virgin Orbit კოსმოსურ რბოლას შეუერთდა

ეს ბრწყინვალე ფრენა მრავალი წლის შრომის კულმინაციაა

veon
veon

რიჩარდ ბრენსონის რაკეტა კოსმოსურ რბოლას შეუერთდა. Virgin Orbit-მა (რომელსაც LauncherOne-ს უწოდებენ) კვირას პირველად გაიტანა ორბიტაზე 9 სატელიტი (CubeSats), რომლებიც NASA-ს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.

რაკეტა მოდიფიცირებული ბოინგ 747-ის ფრთების ქვეშ იყო მოქცეული, საიდანაც შემდგომ კოსმოსურ სივრცეში გაეშვა.

“Virgin Orbit- მა მიაღწია იმას, რაც ბევრის აზრით, შეუძლებელი იყო” – წერს რიჩარდ ბრენსონი. ეს მართლაც დიდი წარმატებაა საჰაერო სარაკეტო სისტემის პირველი სადემონსტრაციო ფრენიდან 8 თვის შემდეგ, როცა ცდა წარუმატებლად დასრულდა. ამის მიზეზი კი მოგვიანებით გაირკვა, პრობლემა მაღალი წნევის ხაზის დარღვევაში იყო.

“ეს ბრწყინვალე ფრენა მრავალი წლის შრომის კულმინაციაა და ასევე ახალი თაობის ინოვატორებს გაუხსნის ორბიტისკენ მიმავალ გზას. მოუთმენლად ველი წარმოუდგენელ მისიებს” – ამბობს ბრენსონი.

მოლოდინებზე მოქმედი ფაქტორები და მათი მაგალითები