in

როგორ გავუძღვეთ ვირტუალურ ბრეინშტორმინგს? – მარტივი გზამკვლევი

ბრეინშტორმინგი ახალი იდეების გუნდურად გენერირებისთვის გამოცდილი საშუალებაა, რაც უფრო დიდი სტრატეგიებისა და ინოვაციური ინიციატივების საფუძვლად იქცევა ხოლმე. თუმცა, ყველა სესია ერთსა და იმავეზეა მომართული: გენერირება, პრიორიტეტიზება და დიდი იდეების განვითარება. პანდემიურ პერიოდში, ბრეინშტორმინგმა ეკრანებთან გადაინაცვლა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმობნეული თანაგუნდელები ახლა ონლაინ რეჟიმში განიხილავენ საკითხებს.

იდეები, თავისთავად, ინოვაციურობას არ მოიცავენ. ინოვაციურობა შემოდის მაშინ როდესაც იდეების განხორციელების ეტაპი დგება და მას კლიენტებისთვის რეალური სარგებელი მოაქვს. პრობლემა ისაა, რომ ბრეინშტორმინგი, ხშირად, იდეების დიდი სიით სრულდება. ყველაზე ეფექტიანი გუნდები მათგან საუკეთესოებს არჩევენ და სამოქმედო გეგმას ადგენენ. თუმცა, ეს პროცესი რთულდება ვირტუალური შეხვედრისას, როდესაც ხან ინტერნეტკავშირი წყდება და ხან – აზრი.

იდეების გენერირებისა და კოლაბორაციის გასაუმჯობესებლად ბევრი ინსტრუმენტი არსებობს. თუმცა, წარმატებული ბრეინშტორმინგი სულაც არაა კავშირში ტექნოლოგიასთან. ცხადია, ინსტრუმენტები საჭიროა, იდეების პრიორიტეტიზებაც. თუმცა, პირველის პოვნა ადვილია – რთულია გუნდის გონებრივი რესურსის, მოტივაციისა და კონცენტრაციის ერთი მიზნისაკენ მიმართვა, თანაც ონლაინ რეჟიმში.

ფოკუსირდით

ერთ წინადადებაში აღწერეთ გამოწვევა/პრობლემა, რაც ბრეინშტორმინგისას უნდა განიხილოთ.

განსაზღვრეთ იდეის კატეგორიები

დაწყებამდე, იდეის კატეგორიები დააკონკრეტეთ. შემდეგ, მსჯელობისას ნათქვამი იდეები კატეგორიებში განათავსეთ, მაგალითად: პროდუქტები, სერვისები, პროცესები, ბიზნეს-მოდელები და მომხმარებლის გამოცდილება.

შექმენით პრიორიტეტიზების კრიტერიუმები

როდესაც ბევრი იდეა ჩამოიწერება და მათი გადარჩევის დრო მოვა, უნდა იცოდეთ, რა კრიტერიუმებით გაფილტროთ, მაგალითად: შესრულებადობა, გავლენა, მომხმარებლის ღირებულება, ინვესტიციის რენტაბელობა

საბაზო წესები

დარწმუნდით, რომ ყველას ესმის ბრეინშტორმინგის ნორმები. გააცანით საბაზო წესები, რის მიხედვითაც მიენიჭება უპირატესობა ამა თუ იმ იდეას. ასევე, შეგიძლიათ, სთხოვოთ მონაწილეებს, ერთმანეთის იდეებზე დააშენონ საკუთარი მოსაზრებები.

შექმენით ჯგუფები, რომლებიც ჩაიბარებენ იდეის აღსრულებას

მას შემდეგ, რაც საუკეთესო იდეებს შეარჩევთ, დანიშნეთ მათი აღმასრულებელი ჯგუფები. დააწყვილეთ გუნდის წევრები – ეს მათ ერთობლივი პასუხისმგებლობისა და ჩართულობის განცდას გაუჩენს. განსაზღვრეთ განრიგი და ბოლო ვადა. აღმოუჩინეთ დახმარება, პროცესის მონიტორინგის პერიოდშივე.

იდეები ძალიან ბევრია, მათი რეალობაში მოყვანა კი დიდი საქმეა. ეს ის ფაქტორია, რაც ვირტუალური ბრეინშტორმინგისასაც იგივე დარჩა.

 

წყარო: inc.



4-5 ივნისს, კიბერ უსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალის რიგით მეხუთე ღონისძიება გაიმართება

ჩინეთის ობსერვატორიამ ყველაზე მაღალი ენერგეტიკული გამოსხივება დააფიქსირა