in

რა გჭირდებათ კარგი ონლაინ თათბირის ჩასატარებლად?

კომპანიებმა, თანამშრომლების კორონავირუსისგან დასაცავად, აქტიურად დაიწყეს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა. ამან კი, შესაძლოა, თანამშრომლებიც პროდუქტიულობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ამიტომ, კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ ონლაინ კომუნიკაცია გუნდთან და მათ შორისაა, ვირტუალური თათბირები. თუმცა, ვირტუალური თათბირის ჩატარებისას გარკვეულ სირთულეს მაინც წააწყდებით, რაც საუბრის წარმართვასთანაა დაკავშირებული. როგორ ჩავატაროთ ეფექტური ვირტუალური თათბირი? დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

გაგაცნობთ 12 ნაბიჯს ეფექტური ვირტუალური თათბირისკენ:

გამოიყენეთ ვიდეო. იმისათვის, რომ ადამიანებს აგრძნობინოთ თავი ერთ სივრცეში, მიმართეთ ვიდეოკონფერენციებს და არა უბრალოდ, ზარებს. ამაში დაგეხმარებათ პლატფორმები Zoom, Skype, GoToMeeting…

გქონდეთ სატელეფონო კავშირის მზაობაც. ვიდეოკონფერენცია შესაძლოა ეფექტური გამოსავალია, თუმცა ის ინტერნეტ კავშირზეა დამოკიდებული.

ტექნოლოგია გამოცადეთ წინასწარ. არაფერი უშლის ონლაინ თათბირს ხელს ისე, როგორც 15 წუთით დაგვიანებული ვიდეოჩართვა, ტექნიკური გაუმართაობის გამო. შეხვედრის დაწყებამდე ყველა მონაწილემ უნდა იზრუნოს ტექნიკურ შემოწმებაზე, რათა პლატფორმამ გამართულად იმუშაოს.

დარწმუნდით, რომ სახეები გარჩევადია. ვიდეო კონფერენციები უფრო ეფექტურია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთის სახეების, მიმიკისა და ჟესტების დანახვა. სთხოვეთ მონაწილეებს, რომ კამერასთან ახლოს დასხდნენ, რათა ჩართულობის განცდა უფრო მაღალი იყოს.

შეხვედრის საკითხს მიყევით. დასვით მკაფიო პრიორიტეტები და საჭიროების შემთხვევაში, წინდაწინ დაუგზავნეთ წინასწარი საკითხავი. შეხვედრის განმავლობაში, ისარგებლეთ განრიგით, განმარტეთ შეხვედრის საბაზო წესები, გამოაცხადეთ შესვენებები და გააცანით მომდევნო შეხვედრებისთვის გათვალისწინებული მკაფიოდ გამიჯნული სამომავლო ნაბიჯები.

შეკვეცეთ პრეზენტაციის ხანგრძლივობა. ყველაზე არასასურველია, როდესაც ვირტუალურ შეხვედრაზე ადამიანი ხანგრძლივი პრეზანტაციით გამოდის. ასეთი თათბირები უნდა იყოს სადისკუსიო ფორმატის. საბაზო ინფორმაცია კი, წინდაწინ უნდა იყოს წარმოდგენილი. თუკი ვინმეს სჭირდება რაიმეს განმარტება, გამოიყენეთ ეკრანის გაზიარების ფუნქცია, რათა მონაწილეებს შეეძლოთ ზუსტად გაიგონ, რასაც ეუბნებით. მაგრამ უმეტესწილად, ადამიანებს მიეცით საშუალება, რაც შეიძლება მეტხანს შეეძლოთ ერთმანეთის დანახვა.

გამოიყენეთ ყინულმჭრელი. ეს გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რაც ინტერპერსონალურ ურთიერთობებს წაახალისებს, როდესაც ადამიანები იზოლირებულად გრძნობენ თავს. ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუკი რომელიმე თანამშრომლის ნაცნობი ან ნათესავი ებრძვის ვირუსს, რათა თანადგომა აგრძნობინოთ.

დანიშნეთ ფასილიტატორი. ვირტუალური დისკუსიის მსვლელობის მართვა ბევრად რთულია, ვიდრე უშუალო შეხვედრის. ამიტომ, სასარგებლოა, თუკი გეყოლებათ ადამიანი, რომელიც წარმართავს საუბარს და მონაწილეებს საკითხზე კონცენტრირებისკენ უბიძგებს. ფასილიტატორი გრძნობს მსვლელობის პულსს და თვალს ადევნებს, რომ ყველამ შეძლოს თავისი სათქმელის გადმოცემა.

მოუხმეთ ადამიანებს. საუბარში ჩართული გყავდეთ კოლექტივი ისე, რომ ერთმანეთის საუბარი არ გადაფარონ, ვირტუალური შეხვედრების ერთ-ერთი გამოწვევაა. ამის გადასაჭრელად, გირჩევთ, პერიოდულად დააცადოთ სხვებს საუბარი. ზოგიერთი ონლაინ პლატფორმა მონაწილეებს “ხელის აწევის” საშუალებასაც აძლევს. ამგვარად, განიშნებთ, რომ რაღაცის თქმა სურს და შესაბამისად, საუბრის გადაფარვაც ნაკლებადაა მოსალოდნელი.

მიიღეთ უკუკავშირი რეალურ დროში. უკუკავშირის შეგროვება და დამუშავება საკმაოდ რთული ამოცანაა. გამოიყენეთ სატელეფონო გამოკითხვა, რათა მონაწილეების მოსაზრებები შეაგროვოთ სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით. გამოკითხვა გქონდეტ ვიდეოკონფერენციისგან გამიჯნულად, რათა მსვლელობას ხელი არ შეეშალოს. ამისათვის, მონაწილეებს მკაფიო ინსტრუქტაჟი დასჭირდებათ.

არ შეგეშინდეთ რთული საკითხების გადაწყვეტის. ონლაინ შეხვედრა დასწავლადი ქცევაა და სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით, რამდენად კომფორტული შეიძლება იყოს ამ გზით საკითხების გადაჭრა. ბუნებრივია, თუკი ფიქრობთ, რომ ეს საკითხები უშუალო შეხვედრამდე გადადოთ, მაგრამ ამის საჭიროება არ არსებობს. ამიტომ, არ მოერიდოთ კომპლექსური თემების ამ ფორმატში წამოწევას.

გაივარჯიშეთ ერთ-ორჯერ. ჩაატარეთ მომდევნო შეკრება ისე, რომ ხელმძღვანელებმა დაუხმარებლად შეძლონ ვირტუალურ თათბირზე შემოერთება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეკრიბეთ ისინი და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეთ. რა წარიმართა კარგად და რა – არა? შეგიძლიათ განავითაროთ იმ დონეზე, რომ ვირტუალური თათბირებიც რეალური შეხვედრებივით პროდუქტიულად აქციოთ.

ერთსა და იმავე ოთახში ყოფნის შეუძლებლობა კოლეგებისთვის შესაძლოა პრობლემად იქცეს, რამდენიმე კვირის განმავლობაში. იმისათვის, რომ ვირტუალურმა თათბირებმა იმუშაოს, დაგჭირდებათ განაწყოთ გუნდი საამისოდ. მცირე ინვესტიცია და მზაობა დიდ გავლენას მოახდენს ორგანიზაციის ეფექტურობაზე.

 

წყარო: HBR



#უსმინექართულს: მოძრაობა “დუღილი” პირველ ჩანაწერს აქვეყნებს

„ლუტეციას“ სარვამარტო კამპანია #გაუზიარეემოცია დასრულდა