თუკი აქამდე იმის გეშინოდათ, რომ ადამიანურ რესურსს ციფრული სიმულაციები ჩაანაცვლებდა, გეტყვით, რომ მათ ეს ცუდად სულაც არ გამოსდით.. ჰიპერრეალისტური ავატარი Imma ამის ნათელი გამოვლინებაა. მას ინსტაგრამზე 50 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Adidas, Dior და სხვები.
ახლახან მისი პირველი ფოტოგადაღება შედგა კოსმეტიკური ბრენდისთვის “The Base Zero”. კამპანიის ფოტოები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაღებაში მონაწილეობა მან ორ რეალურ მოდელთან ერთად მიიღო, რაც კიდევ უფრო ნაკლებად აფიქრებინებს მნახველს, რომ Imma ციფრული სიმულაციაა.
https://www.instagram.com/p/BwvvFzujKUb/