in

ვირტუალური საახალწლო ღონისძიებები მთელი მსოფლიოდან

ადამიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ახალი წლის ღამის მიმართ, თითქოს რაღაც ჯადოსნურს ელიან…  მართალია, ყველა ჩვენი პრობლემა წლიდან წალამდე თან გადმოგვყვება, თუმცა, 31-ში ღამით 12 საათის ჩამოკვრისთანავე რაღაც ამოუხსენელი ძალა იმედით გვავსებს.

ეს ტრადიცია პანდემიურმა წელმაც კი ვერ შეცვალა, მაგრამ მცირე კორექტივები შეიტანა. დღეს, ახალი წლის ღამეს შეგვიძლია, კვლავ გავერთოთ, მხოლოდ ვირტუალური სახით, რადგან პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, მართლაც ცუდი აზრია ხალხმრავლობაში გარევა.

1. Times Square-ის ბურთის დაშვება

წელს ის შემთხვევაა, როცა პირველად არ ეყოლება Times Square-ის ბურთის დაშვებას ცოცხალი მაყურებელი. ნაცვლად ამისა, შეგვიძლია, პირდაპირ ეთერში ვუყუროთ შოუებს, სადაც ერთ-ერთი მონაწილე გლორია გეინორი 2020 წლის არაოფიციალური ჰიმნით “I will survive” წარსდგება. შოუ საღამოს 6 საათზე დაიწყება და შეგიძლიათ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უყუროთ.

2. Hogmanay – წლის ბოლო დღე

ყოველწლიურად შოტლანდიაში, ედინგბურგში საოცარი საახალწლო წვეულება ტარდება. ეს არის მუსიკის, ზეიმის და კულტურული ღონისძიებების თავშესაყარი. მხიარულებით აცილებენ ძველ წელს და ხვდებიან ახალს. წელს კი Hogmanay ონლაინ რეჟიმში გაიმართება და შეგვიძლია თავადაც ვადევნოთ თვალი. 

3. აფეთქება ლას-ვეგასში

გსურთ, 2020 წელი ააფეთქოთ? დიახ, ეს შესაძლებელია და შეგიძლიათ, თავად ნახოთ, როგორ მოხდება ვირტუალური აფეთქება ლას-ვეგასში.

4. Snoop Dogg-ის ვირტუალური საახალწლო ღონისძიება

შეგიძლიათ, ახალ წელს Snoop Dogg-თან ერთად, მის უფასო ვირტუალურ ღონისძიებაზე შეხვდეთ, სადაც მასთან ერთად როსარიო დოუსონი, ჯენიფერ ნეტტლსი და კოდი როდოსი იქნებიან. წვეულებაზე დასასწრებად მხოლოდ რეგისტრაციის გავლა დაგჭირდებათ.

5. Sparklerama

წელს მინესოტას ბავშვთა მუზეუმის ყოველწლიური საახალწლო დღესასწაული ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდება. ღონისძიება მოიცავს მუსიკას, ცეკვას, სხვადასხვა აქტივობებსა და ბურთის ვარდნას. საღამოს 6 საათიდან შეგიძლიათ, სრულაიდ უფასოდ დაესწროთ მას, რაც ალბათ, თქვენს პატარებს ძალიან მოეწონებათ.

6. ჯანსაღი ახალი წლის ღამე

Sober Grid არის ყველაზე დიდი სოციალური ქსელი მათთვის, ვისაც მავნე ნივთიერებების მიღების პრობლემები აქვთ. ადამიანები ერთმანეთს უკავშირებიან, ამხნევებენ და ერთად აღნიშნავენ ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს. ახალი წლის ღამეს კი, საღმოს 7 საათიდან დილის 4 საათამდე, Zoom-ის მეშვეობით ვირტუალური ღონისძიება ჩატარდება – შეხვედრის ID: 253 366 0083.

Playstation 5-ის გაყიდვები რეკორდულ, 18 მილიონიან მაჩვენებელს მიაღწევს

თეთრი ხმაური – 2020 წლის ყველაზე ხშირად მოსმენადი მელოდია