in

ზაჰა ჰადიდის ვირტუალური ქალაქი მეტავერსში

ბრიტანულმა არქიტექტურულმა სტუდიამ, Zaha Hadid Architects-მა შექმნა “კიბერ-ურბანული” ქალაქი მეტავერსში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იყიდონ მიწის ნაკვეთები კრიპტოვალუტით და შევიდნენ ციფრულ შენობებში ავატარის სახით. ქალაქს Liberland Metaverse ეწოდება და ლიბერლენდის დამოუკიდებელი რესპუბლიკის იდეაზეა დაფუძნებული, რომელიც სერბეთსა და ხორვატიას შორისაა გადაჭიმული და 2 ქვეყნის სადავო მიწას წარმოადგენს.

BOG
BOG

Zaha Hadid Architects-ის დირექტორმა, პატრიკ შუმახერმა განაცხადა, რომ ეს ამბიციური პროექტი მიისწრაფვის, გახდეს საერთო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ადგილი ვებ 3.0-ში, რომელიც მზარდი ინდუსტრიაა, როგორც დეველოპერების, ისე მთელი კრიპტოსისტემისთვის.

Liberland Metaverse-ზე წვდომა Mytaverse-ის, ღრუბლოვანი სისტემის მეშვეობითაა შესაძლებელი. ამ კიბერ-ურბანულ კრიპტო ინკუბატორში შესვლის შემდეგ შეგეძლებათ, მოინახულოთ Zaha Hadid Architects-ის მიერ შექმნილი შენობები, მათ შორის მერია, მოედანი და საგამოფენო ცენტრი. კომპანიის ყველა შენობა ერთი ნიშით ჰგავს ერთმანეთს – მრუდე ფორმები მომრგვალებული კუთხეებით, რომლებიც არ დგას მიწაზე, რაც შეუძლებელი იქნებოდა რეალურ სამყაროში, გრავიტაციის გამო.

 

FLEX Rover მთვარის ზედაპირზე გადაადგილებაში დაგვეხმარება

40 ქართველი ილუსტრატორი ქალი, რომლის Instagram-საც უნდა ჩაუსხდეთ