1960-იან წლებში, როდესაც ინსტალაციების და ვიდეო არტის კეთება დაიწყეს, ინსტალაციის ყველაზე აქტუალური თემა ტელევიზორი იყო, რადგან 1960-70 წლებში ტექნიკის უახლესი სიტყვა ტელევიზორი გახლდათ.
2013 წელს ტექნიკური პროგრესი შთაგონებას და უსაზღვრო შესაძლებლობებს გვაძლევს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებია, სადაც ასობით ინსტალაციაა, რომლებიც ძირითადად ტექნიკურ შესაძლებლობებზეა აწყობილი.
ინსტალაცია სახელად “მოჩვენება” Thomas Straum-ს ეკუთვნის. როდესაც ინსტალაციის წინ ადამიანი დგება, მისი ჩრდილი ავტომატურად 3D ფორმატით მონიტორზე გადადის. დიდ ეკრანზე განთავსებული ინტერაქტიული ინსტალაცია ქარბუქის იმიტაციას წარმაოდგენს და მაყურებელიც ავტომატურად ინსტალაციის მონაწილე ხდება.
პროექტი EPFL+ECAL Lab-ის დაკვეთით განხორციელდა. მუსიკა Freefarm-ს ეკუთვნის. ინსტალაციის პრეზენტაცია გალერეა “Eyebeam”-ში (ნიუ-იორკი) გაიმართა.
http://vimeo.com/thomastraum/ghost