in

“ვირტუალური ტური დამოუკიდებლობის სათავეებიდან რესპუბლიკის ხელმეორედ ოკუპაციამდე” – Myhome.ge

Myhome-მა გადაწყვიტა შენი ქვეყნის დაბადების დღე სპეციალურად ამ თარიღის აღსანიშნავად შენთვის შექმნილი პლატფორმით მოელოცა, რომელიც დამოუკიდებლობის საწყისებთან ვირტუალურად გამოგზაურებს.

დამოუკიდებლობის მოპოვების თარიღი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველი ხალხის ცხოვრებაში. ის იქცევა გარდამტეხ წამად და საუკუნოდ ჩაიბეჭდება მის ბედში, ხდება მისი ყოფის განმსაზღვრელი და ახდენს გავლენას ცხოვრების თოთოეულ ასპექტზე. საქართველოს რესპუბლიკის დაბადება მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებების ეპოქასთან არის დაკავშირებული, რამაც გავლენა იქონია ასევე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ყოფაზეც.

“ამ პროექტზე მუშაობა ჩვენთვის ძალიან საპასუხსიმგებლო და ამავდროულად ძალზედ ემოციური მომენტი იყო, რადგან მიზნად დავისახეთ დამოუკიდებლობისკენ მიმავალი რთული, თუმცა საინტერესო მოვლენებით მრავალმხრივ დატვირთული გზა ორიგინალურად გადმოგვეცა. ამისთვის შევქმენით სპეციალური პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია ვირტუალური ტურის გავლა დამოუკიდებლობის სათავეებიდან რესპუბლიკის ხელმეორედ ოკუპაციამდე. ამ მოგზაურობაში ჩვენ ვხვდებით მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრების ეპიდცენტრში, ევროპის შუაგულში, სადაც ფაქტობრივად გადაწყდა ჩვენი ქვეყნის დაბადების საკითხი. ვეცნობით მეოცე საუკუნის დასაწყისის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებს და მათთან ერთად მივუყვებით თავისუფლებისკენ მიმავალ ეკლიან გზას”.

 

ვებ-გვერდზე მოგზაური სტარტს ჟენევაში იწყებს, სადაც იწყება მსჯელობა საერთაშორისო აღიარების მოპოვებაზე. პლატფორმის მეშვეობით მოგზაურობ დროში როგორც ტექსტური, ასევე ვიზუალური და აუდიო მედიუმების მეშვეობით, რაც შინაარსს მრავალფეროვანს, ხოლო მოგზაურობის პროცესს თავბრუდამხვევად საინტერესოს ხდის. გამოყენებულია, ასევე დოკუმენტური მასალა, რისი მეშვეობითაც მკითხველს შეუძლია გაეცნოს ფაქტობრივ ინფორმაციას და შეიხედოს დარბაზებში, სადაც საქართველოს დამფუძნებელი მამები წარმოსთქვამდნენ სიტყვას რესპუბლიკის დაარსების შესახებ.

გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას შენი თავისუფლების ისტორიაში!

[R]

მოწყობილობა, რომლითაც სასურველ საკვებს, კალორიების გარეშე დააგემოვნებთ

ხვალიდან, Euronews Georgia საცდელ მაუწყებლობას იწყებს!