in

გეიმინგის ახალი საფეხური? – VR სათვალის, 360 გრადუსიანი სარბენი ბილიკისა და ჟილეტის კომბინაცია

ვირტუალური რეალობის მიმართულებით მოღვაწე ამერიკულმა სტარტაპმა Virtuix VR ახალი გეიმინგ მოწყობილობის პროტოტიპი წარადგინა. ეს არის კონტროლერი, რომლით სარგებლობისთვისაც არა თითებს, არამედ მთლიან სხეულს იყენებთ. Virtuix-ის მიერ წარდგენილი მოწყობილობა, სახელად Omni One აერთიანებს ერთგვარ სარბენ ბილიკს, რომელზეც თამაშის მიმდინარეობისას 360 გრადუსით შეგიძლიათ გადაადგილდეთ, VR სათვალესა და ჟილეტს, რომელიც თამაშამდე უნდა ჩაიცვათ. კომპანიაში ამბობენ, რომ მოწყობილობას შეუძლია გეიმინგის გამოცდილება ახალ საფეხურზე აიყვანოს, თუმცა, პროტოტიპის რეალობად საქცევად თანადაფინანსებისOmni One ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდება, მისი ფასი კი 1995 დოლარი იქნება.

ACAG პრინტ კონკურსს ატარებს თემაზე: “შენი ხმა მნიშვნელოვანია”

საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა “Upway”, რომელიც “სტარტაპ დეკრეტის” რჩეული გახდა