ავტომობილების გაქირავების ბრიტანულმა სერვისმა Virtuo რეკლამა გამოუშვა. ვიდეორგოლი თავგადასავლების მოყვარულებს მოგზაურობისკენ უბიძგებს. რეკლამა მნიშვნელოვან კითხვებს სვამს: რა გაბრკოლებს, იმოქმედო იმპულსურად? რა გიშლის ხელს, შეინარჩუნო ბავშვური ხასიათი, შემოუშვა ახალი ადამიანები შენს ცხოვრებაში, ან უფრო შორს წახვიდე? სამოტივაციო სიუჟეტი საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხებს ჩავუფიქრდეთ. კამპანიაზე საკომუნიკაციო სააგენტომ 84.Paris იმუშავა.











