ცოტა ხნის წინ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი, გაციების საპრევენციო სპრეი „ვირუპროტექტი“, რომელიც ვირუსების ყველაზე აქტიურ სეზონზე და საახალწლოდ ეპიდვითარების მოსალოდნელ ზრდასთან ერთად, განსაკუთრებულად იპყრობს ყურადღებას.
„ვირუპროტექტი“ სიახლეა საქართველოსთვის, თუმცა, 12-წლიანი გამოცდილების მქონე შვედური ბრენდის იმპორტი სხვადასხვა სახელწოდებებით სამი კონტინენტის 30-ზე მეტ ქვეყანაში უკვე მრავალი წელია ხდება, მათ შორის ისეთი ქვეყნები იცნობენ და აღიარებენ, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და სხვა. „ვირუპროტექტი“ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მოხმარებად ბრენდად სახელდება შვედეთში. მწარმოებელი კომპანიის „ენზიმატიკას“. მწარმოებელი კომპანიის „ენზიმატიკას“ 2022 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „ვირუპროტექტის“ (ColdZyme) გაყიდვებმა, მხოლოდ ამ წლის მესამე კვარტალში 18 მილიონ კრონზე მეტს მიაღწია. მათივე ინფორმაციით, მწარმოებელ ქვეყანაში, შვედეთის სააფთიაქო ბაზარზე, გაციების საპრევენციო სპრეი არის მეხუთე უმსხვილესი ბრენდი გაციების კატეგორიაში და ყველაზე დიდი ბრენდი პრევენციულ კატეგორიაში.
„ვირუპროტექტი“ არის ორალური სპრეი, რომლის გამოყენებაც ძალიან მარტივია. მოსახერხებელია შეფუთვაც, რომელიც საშუალებას იძლევა, ვატაროთ თან, ჯიბით, ჩანთით და პროფილაქტიკისთვის გამოვიყენოთ საჭიროებისამებრ, ხალხმრავალ სიტუაციებში მოხვედრამდე და მოხვედრის შემდეგ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრში, სკოლაში, ბაღში, სამსახურში, თავშეყრის ადგილებში — ანუ, ყველგან, სადაც ვირუსებით ინფიცირების მაღალი რისკია. საპრევენციო ეფექტი ხუთ ყველაზე გავრცელებულ ვირუსზე ვრცელდება. ჩატარებული სხვადასხვა დიზაინის კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები ადასტურებს, რომ „ვირუპროტექტს“ აქვს უნარი, ყელში 2 შესხურებით შექმნას პირისა და ყელის არეში ვირუსებისგან დამცავი ბარიერი, შეეწინააღმდეგოს გაციების ვირუსებს და 99%-მდე შეუშალოს ხელი მათ გამრავლებას ყელიდან ორგანიზმში.
„ვირუპროტექტის“ მეორე უპირატესობა ავადობის დროს ორგანიზმზე ვირუსული დატვირთვის 90%-მდე შემცირების უნარია. მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და მტკიცებულებებით, მისი გამოყენება გაციების ან სხვა ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების პირველივე სიმპტომებისას ხელს უშლის ვირუსების ორგანიზმში გამრავლებას, 2-ჯერ ამცირებს ავადობის მიმდინარეობას და გართულებების რისკს, ხსნის ყელის ტკივილს, სურდოს და სხვა შემაწუხებელ ჩივილებს.
ყურადღებას იქცევს პროდუქტის ფართო სეგმენტში გამოყენების შესაძლებლობაც. რეკომენდებული და უსაფრთხოა 4 წლის ასაკიდან ოჯახის ყველა წევრისთვის, ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვის, უფროსებისთვის და ხანდაზმულებისთვის, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. ხელმისაწვდომია ყველა სააფთიაქო ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით და აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ.
ყოველივე აქედან გამომდინარე, გაციებისა და ვირუსებისგან თავის დასაცავად, პირბადესთან ერთად წინასაახალწლოდ აქტუალობას იძენს „ვირუპროტექტი“, რომელზეც ამყარებენ იმედებს, რომ ხელს შეუწყობს ადამიანებში პრევენციული ქცევის დანერგვას და შედეგად, ვირუსული ინფექციების გავრცელების და ეპიდვითარების კიდევ უფრო გართულების რისკის შემცირებას.
[პარტნიორის კონტენტი]