in

მეცნიერები ქმნიან ქსოვილს, რომელსაც ვირუსების მოკვლა შეეძლება

იგი მეხანძრეების, ექიმებისა და ჯარისკაცებისთვის შეიქმნა

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, თუ რა რისკზე მიდიან ექიმები, მეხანძრეები ან ჯარისკაცები ჩვენი სიცოცხლის დასაცავად… ისინი მრავალ სხვა საფრთხესთან ერთად ვირუსების მიმართაც მოწყვლადები არიან. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა მათი დაცვა გადაწყვიტეს — ეძებენ გზებს, რათა შექმნან ქსოვილი, რომელსაც ბაქტერიებისა და მიკრობების მოკვლა შეეძლება. 

M2
M2

ახალი ქსოვილი იყენებს N-ჰალამინს, რომელიც ბაქტერიებსა და ვირუსებს ძალიან სწრაფად უტევს. მთავარი კი ის არის, რომ მისი გამოყენება მარტივად არის შესაძლებელი იმ ადამიანების უნიფორმებზე, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციაში პირველად დახმარებას გვიწევენ. თანაც, ადრე თუ ასეთი ქსოვილის უნიფორმაზე განთავსება საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, ახლა მისი დამატება ნიღბებზეც შესაძლებელია.

აქ ტანსაცმლის დამუხტვა და ნაერთის ხელახლა გააქტიურებაც ხდება. გუნდი კი ამ საკითხის გადაჭრას ტანსაცმლის მათეთრებელში მოთავსებით აპირებს… მისი დიზაინი  ჯარისკაცებს საშუალებას აძლევს, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, როცა არ აქვთ წვდომა სუფთა წყალზე უნიფორმების გასარეცხად. მკვლევრები ასევე ეძებენ გზებს, რათა ჯარისკაცებმა ტანსაცმლის გასუფთავება უფრო სწრაფად მოახერხონ. თანაც, ამ ქსოვილს ყოველდღიური წმენდა არ სჭირდება. 

იმისათვის, რომ ქსოვილები ყველა სფეროში დაინერგოს, მეცნიერები აქტიურად მუშაობენ. მათ სურთ, ტექნოლოგია სრულად ადაპტირებული იყოს მათივე მომხმარებლების საჭიროებებზე, იქნებიან ეს ექიმები, ჯარისკაცები, მეხანძრეები თუ სხვა… 

თიბისი დაზღვევის კალენდარი — სანერვიულო არაფერია

Tommy Hilfiger თავისივე მეორეული ტანსაცმლის გაყიდვას იწყებს