„მინის მიკრობიოლოგია” – ეს არტისტ ლუკ ჯერამის შემუშავებული ნაკეთობების სერიაა, რომლებიც ისტორიაში გავრცელებული ვირუსების მოტივებზეა შექმნილი. სკულპტურები ზუსტად ასახავს ვირუსების რთულ ფორმას, თითქოს მათ მიკროსკოპით აკვირდებიან. ამ გამჭვირვალე გამოსახულებებით ის ცდილობს, შექმნას მედიაში გავრცელებული სურათების ალტერნატიული ვარიაციები.

ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი ვირუსული ბაქტერიებიც ყოველთვის სხვადასხვა ფრადაა გაფერადებული. არტისტს სურს, რომ ჩვენ მათ კრისტალურად სუფთა დეტალებით ვხედავდეთ და ფერებმა ხელი არ შეგვიშალოს აღქმაში.
სკულპტურებს ჯერამი 2004 წლიდან ქმნიდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მისი ნამუშევრები სამეცნიერო კომუნიკაციებს ემსახურებოდა. არტისტი მათ ვირუსოლოგებთან თანამშრომლობით აკეთებს.


ეს დახვეწილი ნამუშევრები მსოფლიო მასშტაბითაა განთავსებული სხვადასხვა მუზეუმში.











