ცოტა ხნის წინ Facebook-ზე საინტერესო წერილი მივიღეთ:
“მე მარკეტერი გახლავართ და შემიძლია სოციალური მედია მარკეტინგის რამდენიმე ძალიან მაგარი მაგალითი განახოთ ქართული კომპანიის მაგალითზე. კომპანიის ფეისბუქ გვერდზე დადებული მაქვს რამდენიმე პოსტი, რასაც რეალურად ვირუსული ეფექტი ჰქონდა, კომპანიის ვებ-გვერდს თუ გადახედავთ, თავად დარწმუნდებით, რომ ყველა ეს პოსტი კომპანიის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი არ იყო, ამიტომაც ეფექტი ბევრად უფრო ძლიერია.
ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ მინიმალური ბიუჯეტის პირობებში ხდებოდა საქმიანობა”
გაცანით ეს გიორგი მდივანია!
1) 5243 Like და 953 Share
2) 870 Like და 200 Share
3) 500 Like 77 Share
M – გიორგი, რას ურჩევ ახალგაზრდა მარკეტერებს ან მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც ახლა იწყებენ სოციალურ ქსელებში აქტიურობას?
G- ჩემი მოსკოვში სწავლების და მუშაობის დროს ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა ალექსანდრე ლევიტასმა, რომელიც პარტიზანული მარკეტინგის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლება პოსტ-საბჭოთა სივრცეში, მცირე ბიუჯეტის პირობებში ერთადერთი მიწანშეწონილი და გამართლებული სტრატეგი პარტიზანული მარკეტინგის ამოქმედებაა.
კომპანიის Facebook გვერდი და ნებისმიერი სოციალური მედია ინსტრუმენტი მაქსიმალურად ინტერაქტიული უნდა იყოს, მომხმარებელს ჩვენი ბრენდი და პროდუქცია კი არ უნდა მოვახვიოთ თავს, არამედ მათთან ურთიერთობა მაქსიმალურად უშუალო და მხიარული უნდა გავხადოთ.
სწორედ ეს არის ამომავალი წერტილი, ამის შემდეგ ისინი საკუთარ მეგობრებს უზიარებენ და უყვებიან თქვენს შესახებ.