3
Feb
2014

ბილ გეიტსი ვირუსული ვიდეოს გმირად იქცა

3 Feb 2014



Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა საკუთარი საიტის GatesLetter.com (საიტი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების დასახმარებლად გაკეთდა და მის სათავეში ბილ გეიტსის ფონდია) სარეკლამო ვიდოეში მონაწილეობა თვითონ მიიღო.

ვირუსულ ვიდოეში გეიტსი 17 სხვადასხვა კომიკური ფორმით ჩნდება. მაიკროსოფტის დამფუძნებელს სრუალიად არ უქმნის დისკომფორტს ის, რომ მომხმარებლის წინაშე “სასაცილო” ფორმით წარსდგა. სწორედ ეს ფორმა გახდა მიზეზი ვიდეოს ვირუსული სტატუსის მოპოვების.

სიუჟეტის მიხედვით ბილ გეიტსი Jimmy Fallon-ის შოუშია, სადაც ეკითხებიან თუ როგორ შეიძლება საიტის რეკლამირება. გეიტსის პასუხი ნახეთ ვიდეოში…

განხილვა