ვინ თქვა, რომ სანტა მხოლოდ ბავშვების საყვარელი სტუმარია?! საახალწლოდ მას მხოლოდ პატარები არ ელიან სულმოუთქმელად, სუპერმარკეტების ქსელ Aldi–ის ვიდეორგოლში მასთან შეხვედრის სურვილს სტაფილოც გამოთქვამს.
ახალი წლის ღამეს 3 დუიმის სიმაღლის სტაფილომ ცას ახედა და იფიქრა, რა კარგი იქნებოდა თოვლის ბაბუ საკუთარი თვალით რომ ენახა. საახალწლო სასწაულის იმედით სავსე სტაფილომ სანტასთვის განკუთვნილ ნამცხვრამდე მისვლა და იქ დალოდება გადაწყვიტა. თუმცა, წინ მას უშველებელი სუფრა ჰქონდა გასავლელი. მაშინ, როდესაც ასეთი პატარა ხარ, არც ისე მარტივია, გადალახო ისეთი დიდი ბარიერები, როგორიც უშველებელი შემწვარი ქათამი, კიდევ სხვა მრავალი კერძი და დესერტია. მიუხედავად ყველაფრისა, ბრენდის უჩვეულო გმირი მიზნამდე მაინც მიაღწევს და დაღლილს ნამცხვრის გვერდით მიეძინება, გამოღვიძებული კი აღმოაჩენს, რომ თოვლის ბაბუა არამხოლოდ საკუთარი თვალით ნახა, არამედ მისი საახალწლო მარშრუტის თანამგზავრიც გახდა.
https://www.youtube.com/watch?v=aCZrWFrRgbQ










