in

ვის სურს ციფრულ ეკონომიკაში მუშაობა?

Covid-19-ის პანდემიამ დისტანციური მუშაობის შესახებ საჯარო საუბრები წამოჭრა. ეს ჩვეულებრივი საკითხიც კი შეიძლება გახდეს ან, თუნდაც, ნორმა ციფრული ეკონომიკის მრავალი სამსახურისთვის, რომელსაც განსაზღვრავენ, როგორც სამუშაოს, რომელიც კომპიუტერებს ციფრული პროდუქტებისა თუ სერვისების წარმოებისთვის იყენებს. თუმცა, შესაძლოა, ყოველდღიურ სამუშაოზე ფოკუსირებამ იმაზე კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა გამოტოვოს, რაც პანდემიამ დაგვანახა: ციფრული ეკონომიკის მუშაობისთვის არსებითად გაზრდილი შრომის ფონდის შესაძლებლობა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

უკვე თანამშრომლებიც მიხვდნენ, რომ მათ ციფრული ეკონომიკის მუშაობაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. სოციალური გავლენა კი უფრო ღრმაც შეიძლება იყოს, რადგან გეოგრაფიულ საზღვრებს შლის და ციფრულ ეკონომიკაში მუშაობის შესაძლებლობებს უფრო მეტი ადამიანისთვის უფრო მეტი ადგილიდან ქმნის.

დისტანციური სამუშაოს ფართო გავლენისთვის მნიშვნელოვანია, შრომის ბაზრის ორივე მხარე შეიცვალოს: კომპანიებმა დისტანციური მუშაობა უნდა დაამკვიდრონ, ციფრული ეკონომიკის მუშაობის პოტენციური შრომის ფონდი კი უნდა გაიზარდოს და გავრცელდეს გეოგრაფიულად. პანდემიის გამო ორგანიზაციები დისტანციურ მუშაობას ძალიან კომფორტულადაც თვლიან, Twitter და Airbnb კანდიდატებს სრულ განაკვეთზე დისტანციურ მუშაობასაც კი სთავაზობენ.

ამტკიცებენ, რომ ციფრული ეკონომიკის შრომის ბაზარი ფართოვდება, რასაც დიდი გავლენა ექნება საზოგადოებაზე, კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებზე.

პანდემიის დაწყების შემდეგ ციფრული ეკონომიკის სამსახურებზე ინტერესი გაიზარდა

ციფრული ეკონომიკის სამსახურებზე ინტერესი რომ გაეზომათ, რომელსაც განსაზღვრავენ როგორც სამსახურს ბიზნესის, ფინანსების, ხელოვნების, მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, არქიტექტურისა და ინჟინერიის სექტორებში, კვლევა ჩაატარეს. სამსახურის მაძიებლები უფრო მეტად ტექნოლოგიებში, ფინანსებსა და მედიცინაში დასაქმებით იყვნენ დაინტერესებულნი და ეძებდნენ: „პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორის კარიერას“ (ტექნოლოგია), „სამედიცინო დაზღვევის სპეციალისტის სამსახურსა“ (ფინანსები) და „ფრილანსერთა წერის სამსახურს“ (ხელოვნება).

ამასთან, პანდემიის საპასუხოდ, ციფრული ეკონომიკის სამუშაო ადგილების მიმართ ინტერესი 15%-ით გაიზარდა, ზრდის ტემპი პანდემიამდელ მაჩვენებელზე ორჯერ მეტი გახდა. ხოლო, თუ მაგალითად, LinkedIn-ში 2020 წელს განმცხადებლების 1.4% ეძებდა დისტანციურ სამუშაოს, 2022 წლისთვის ეს მაჩვენებელი 24.6% გახდა. 

ციფრული ეკონომიკის სამსახურებს უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში ეძებდნენ

2022 წლის თებერვლისთვის სამუშაოს მაძიებლები ყველა ქვეყნიდან, მათ შორის სოფლიდანაც, ეძებდნენ ციფრული ეკონომიკის სამუშაოებს ზუსტად ისე, როგორც ამას „სუპერვარსკვლავურ ქალაქებში“ აკეთებდნენ. თუ ზრდის ამჟამინდელი მაჩვენებელი შენარჩუნდება, დაახლოებით 7 წლის განმავლობაში დანარჩენები ციფრული ეკონომიკის ინტერესის დონეს სუპერვარსკვლავების ქალაქების ქვეყნებშიც დაეწევიან.

მეტიც, სამუშაოს ძიება უკვე ნაკლებადაა გეოგრაფიულად შემოფარგლული. მაგალითად, 2020 წლის თებერვალში ციფრული ეკონომიკის სამუშაოს ძიებამ ქვეყნების მხოლოდ 44%-ში სამსახურის ყველა ძიების მესამედზე მეტი შეადგინა. შემდეგ წლებში კი ეს მაჩვენებელი 72%-მდე გაიზარდა. 

გეოგრაფიულად მრავალფეროვანი ციფრული ეკონომიკის სამუშაო ძალის შედეგები

კონკრეტული პროცესების დიდი სოციალური შედეგი სწორედ შესაძლებლობების პოტენციური გეოგრაფიული გავრცელებაა. ორმა ტენდენციამ კი ერთად, შესაძლოა, ციფრული ეკონომიკის სამუშაო ადგილების კონცენტრაცია „სუპერვარსკვლავურ ქალაქებში“ დაარღვიოს. 

CompTIA-ს შეფასებით, 2019 წელს აშშ-ში IT-ის მილიონი ვაკანტური ადგილი იყო. BLS-ის შეფასებით კი, დეველოპერების დასაქმება 2020-2030 წლამდე 22%-ით გაიზრდება, რაც სხვა ინდუსტრიებს ბევრად აღემატება. ეს ტენდენციები მიუთითებს იმაზე, რომ ციფრული ეკონომიკის შრომის ფონდის ზომა შეიძლება გაიზარდოს და გავრცელდეს გეოგრაფიულად, რაც მილიონ ადამიანს გაუხსნის კარს ციფრულ ეკონომიკაში მუშაობისთვის. ისინი კი სხვაგვარად ამ ეკონომიკის ნაწილი ვერც გახდებოდნენ. 

ციფრული ეკონომიკის სამუშაო ადგილების გავრცელება აშშ-ში ადგილობრივ ეკონომიკებს რეგიონული ეკონომიკური ვარდნის წინააღმდეგ უფრო მძლავრსაც გახდის. ის მუნიციპალიტეტებს სამუშაო ძალის დივერსიფიკაციის საშუალებას აძლევს. ადამიანებს ციფრულთან ერთად ადგილობრივ სამსახურებზეც ექნებათ წვდომა. ასე რომ, თუ ერთი ინდუსტრია შოკს განიცდის, ადგილობრივ ეკონომიკას სხვა ინდუსტრიებზე დაყრდნობა მაინც შეეძლება. გარდა ამისა, პროფესორ ენრიკო მორეტის კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს მულტიპლიკატორული ეფექტი იმაში, რომ ყოველი ციფრული ეკონომიკის შექმნილ სამუშაოზე ეკონომიკურად ჯანსაღ დასაქმების სექტორებში დამატებითი ადგილობრივი სამუშაო ადგილები იქმნება. მათ შორისაა ჯანდაცვის, განათლების, კვების და სტუმართმოყვარეობის სექტორები.

ხოლო ის კომპანიები, რომლებიც ამ ტენდენციებს მიჰყვებიან, საუკეთესო კადრების დაქირავებასაც მოახერხებენ. სხვა ციფრული ეკონომიკის კომპანიებმა კი მათ მხოლოდ იმიტომ უნდა მიბაძონ, რომ თანამშრომელთა დაქირავებაში კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ ან, თუნდაც, მოიპოვონ იგი. ამ ყველაფერს დამატებითი ბონუსიც ახლავს — გეოგრაფიული მრავალფეროვნება დემოგრაფიულად მრავალფეროვან სამუშაო ძალასაც გვაწვდის, რაც გაზრდილ კრეატიულობასა და ბაზრის წილს პირდაპირ უკავშირდება. თუმცა მათ აუცილებლად უნდა გადახედონ ტრადიციულ საოპერაციო და ინფრასტრუქტურულ ხარჯებს, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხარჯვასა თუ განხორციელებას და დისტანციურ/ჰიბრიდულ გარემოში კორპორატიული კულტურის შენარჩუნების პრაქტიკებს. თანაც, ჯერ კიდევ არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, აანაზღაურებს თუ არა ნიჭიერებისა და მუშაობის ხარისხის ზრდა არსებულ ხარჯებს… 

ადამიანებს, რომლებიც ისეთ ადგილებში ცხოვრობდნენ, სადაც ტრადიციულად მხარს არ უჭერდნენ ციფრულ ეკონომიკას, ახლა საშუალება აქვთ, სამსახურის ძიებისას უფრო ფართო ქსელს მიმართონ. ხოლო მათ, ვინც ციფრული ეკონომიკის სამუშაოების უნარებს ფლობს, ამასთან, ელექტროენერგიასა და ინტერნეტთან წვდომაც აქვს, ციფრული ეკონომიკის ფარგლებში უფრო მომგებიან შესაძლებლობებსაც მიიღებს. ეს კომპანიებსაც კარგ საშუალებებს აძლევს, დაეხმარონ ადამიანებს, დამატებითი უნარების ათვისებასა და, სადაც საჭიროა, ინტერნეტ წვდომის გააქტიურებაში.

საინტერესოა ისიც, რომ წარსულში ისეთ ტექნოლოგიურ ცვლილებებს, როგორიც იყო, ტელეგრაფის, ტელეფონისა თუ ინტერნეტის შემოღება მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია დისტანციურად მომუშავე ადამიანებზე… გამოდის, არსებული სიტუაცია უფრო მეტად სოციალურ ცვლილებებს უკავშირდება. მუშაობის ნორმები შეიცვალა. როგორც კომპანიებს, ისე ადამიანებს ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დისტანციურად მუშაობა სურს, რაც, თავის მხრივ, უამრავ შესაძლებლობას აჩენს… 

წყარო: HBR



9 გზა თქვენი ბრენდის მიზნის შესამუშავებლად

Instagram 100-ზე მეტ ქვეყანას NFT-ზე წვდომას აძლევს