in

Visa სააგენტო BBDO-ს ტოვებს, ცნობილია მისი ახალი პარტნიორებიც!

Visa სააგენტო BBDO-ს მომსახურებით აღარ ისარგებლებს. გადახდების საერთაშორისო კომპანიამ უკვე ახალი მიმწოდებლებიც შეარჩია – ყველა კამპანიას, ამიერიდან, მათთვის Wieden+Kennedy და Publicis Groupe შეასრულებს.

Visa-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორის, ლენი ბიგარის თქმით, “Wieden” მათთვის კრეატიულ სტრატეგიას შექმნის და დიდ გლობალურ ინიციატივებზე იმუშავებს, Publicis კი, რომელიც აქამდეც „ვიზას“ მედია კომუნიკაციაზე იყო პასუხისმგებელი, ადგილობრივ მარკეტინგულ კამპანიებს ჩაიბარებს.

„სწორი პარტნიორების შერჩევა ძალიან საპასუხისმგებლო პროცესი იყო. [და როცა ეს შევძელით], ახლა ნამდვილი სამუშაო პროცესი იწყება “, – წერს ლენი ბიგარი LinkdIn-ზე.

Comvergence-ის ინფორმაციით, Visa-ს ყოველწლიური გლობალური ბიუჯეტი, მედია კომუნიკაციის მიმართულებით, $200 მილიონია.

„კვირა დილით, ჩემს მამაკაცთან ერთად გაღვიძება“ და სხვა უთვალავი მიზეზი ღიმილისთვის

Phoenix Instinct-მა ჭკვიანი ეტლი შექმნა