in

მოგზაურობა იწყება ლაუნჯიდან – Visa-ს ბიზნესლაუნჯი, ახალი სივრცე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

თანამედროვე მოგზაურობა მხოლოდ გადაადგილებას აღარ ნიშნავს. მგზავრის გამოცდილება ხშირად აეროპორტში, მყუდრო და კომფორტული ადგილის პოვნით იწყება, სადაც დასვენება ან გადაუდებელი საქმეების მოგვარება მშვიდად, ყოველგვარი სტრესის გარეშეა შესაძლებელი. ბიზნესლაუნჯი სწორედ ის სივრცეა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მგზავრობის ყველაზე დამღლელი ნაწილიც კი სასიამოვნო მოგონებად აქციოს.

ამ კონცეფციას ეფუძნება ციფრული გადახდების გლობალური ლიდერის, Visa-ს ბიზნესლაუნჯიც, რომელიც 2026 წლის მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნება და მგზავრებისთვის სრულიად ახალ გამოცდილებას შექმნის.

Visa – ბრენდი, რომელიც მოგზაურობას ცხოვრების წესად აქცევს  

Visa, როგორც ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, წლებია სცდება მხოლოდ ფინანსური სერვისების ჩარჩოებს. ბრენდი აქტიურად ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მარტივსა და მოსახერხებელს ხდის.

Visa-ს ფილოსოფია ეფუძნება იდეას, რომ მოგზაურობა უნდა იყოს უწყვეტი გამოცდილება – უსაფრთხო გადახდებიდან დაწყებული, პრემიული სერვისებით დასრულებული. სწორედ ამ ხედვის ნაწილია Visa-ს ბიზნესლაუნჯის კონცეფცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე წარმატებით ფუნქციონირებს და ახლა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ აეროპორტშიც გაჩნდება.

Visa და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც საშუალებას მისცემს მოიზიდოს სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიები, ამავდროულად დააკმაყოფილოს განსხვავებული ხასიათისა და მოთხოვნის მქონე მგზავრების სურვილებიც.

როგორი იქნება Visa ბიზნესლაუნჯი

ეს სივრცე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში, პირველ და მეორე სართულზე, 270 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. სივრცე სრულად აღიჭურვება და დაიყოფა რამდენიმე ზონად: მოსასვენებელ, სამუშაო და კვების სივრცეებად, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს, დრო გაატარონ მათი საჭიროებებისა და განწყობის შესაბამისად.

ლაუნჯის დიზაინი თანამედროვე და მინიმალისტურ კონცეფციას ეფუძნება, თუმცა, ამავდროულად, ლოკალურ ნარატივსაც ატარებს. ინტერიერში გამოყენებული შუქპროექციები არგონავტების შესახებ თქმულებიდან, ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის იდენტობას წარმოაჩენს და სივრცეს უნიკალურ ხასიათს სძენს.

ლაუნჯის ოპერირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს, ხოლო მეორე სართულზე განთავსებული იქნება თიბისი კონცეპტის ლაუნჯსივრცე, რომელიც პრემიული სერვისების გამოცდილებას კიდევ უფრო გაამდიდრებს.

პარტნიორობა, რომელიც გამოცდილებას ცვლის

Visa-ს ბიზნესლაუნჯი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტია, არამედ ბრენდებს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის მაგალითი. Visa მხარს უჭერს ტურიზმსა და ინოვაციებს საქართველოში და მომხმარებლებს სთავაზობს სერვისებს, რომლებიც მოგზაურობას არა მხოლოდ ამარტივებს, არამედ სასიამოვნო გამოცდილებადაც აქცევს.

ლაუნჯით სარგებლობა წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით უფასოდ შეეძლებათ საქართველოში გაცემული Visa Premium ბარათის მფლობელებს: Visa Platinum, Visa Signature და Visa Infinite. პროგრამაში მონაწილე ბანკების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გავრცელდება ლაუნჯის გახსნამდე.

[R]

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი უმაღლესი განათლების რეალურ დანიშნულებას

Samsung-ის პირველი Galaxy Unpacked 2026: რას უნდა ველოდოთ