Keepz ახალი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც BKN301 Georgia-სთან თანამშრომლობით, QR კოდებზე დაფუძნებული ინოვაციური მეთოდი შექმნა თანხის/თიფის გადახდისა და მისაღებად.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ Keepz-ის მომხმარებელი, სპეციალური აპლიკაციის გადმოწერა დაგჭირდებათ, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android მოწყობილობებისთვის. აქვე გაითვალისწინეთ, რომ თიფის/თანხის გადასარიცხად აპლიკაციის ქონა აუცილებელი არ არის.
გარდა იმისა, რომ იდეა ინოვაციურია, რეალური ფუნქციური სარგებელიც მოაქვს მომხმარებლებისთვის — გადარიცხვა/ჩარიცხვის პროცესები ყოველგვარი მოლოდინის რეჟიმის გარეშე და რაც მთავარია, უსაფრთხოდ ხორციელდება.
ახლა კი დამატებითი შეთავაზება მოქმედებს: თუ ვიზა ბარათის მფლობელი ხართ, ნებისმიერი ტრანზაქციის შემთხვევაში 10%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 2 ლარს) მიიღებთ.
საგულისხმოა, რომ აპლიკაცია სრულიად უფასოა და გადმოწერისთანავე შეძლებთ სარგებლობას, საბანკო ანგარიშზე მომენტალურად და უსაფრთხოდ მიღებას.
მისამართი: მიხეილ თამარაშვილის 13.
შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 032 205 04 02
მეილი: [email protected]
[R]