Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან – TNET-თან პარტნიორობით, ბაზრის მასშტაბური ტოკენიზაციის კამპანიას (Market Wide Tokenization Campaign) იწყებს, საქართველოში ციფრული გადახდების განვითარებისა და ელექტრონული კომერციის მხარდაჭერის მიზნით.
კამპანია დაიწყო მიმდინარე წლის 1 აპრილს და დასრულდება 31 მაისს. გათამაშება კი ჩატარდება 2024 წლის 14 ივნისს, 15:00 საათზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ 50 პრიზიდან ერთ-ერთი:
- ავტომობილი – Volvo XC60 Denim Blue
- 3 ცალი 5000-ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი
- 6 ცალი TKT Fly-ის 1000-ლარიანი ვაუჩერი
- 20 ცალი TKT Fly-ის 500-ლარიანი ვაუჩერი
- 20 ცალი Vendoo.ge-ის 500-ლარიანი ვაუჩერი
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა Visa ბარათით, Apple Pay-ისა და Google Pay-ის მეშვეობით, მინიმუმ 10 ლარის ღირებულების ტრანზაქციის განხორციელება TNET-ის შემდეგ პლატფორმებზე: Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Super App, Vendoo.ge, Livo.ge და TKT.ge. თითოეული მსგავსი ტრანზაქციის შესრულებისას მონაწილე მიიღებს გათამაშების ერთ ბილეთს.
„Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, 25 წელია, საქართველოში ავითარებს ელექტრონულ გადახდებს, ბიზნესეკოსისტემას და ზრუნავს თითოეულ მომხმარებელზე. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ორი ათეული წლის განმავლობაში, დავნერგეთ არაერთი ინოვაციური ტექნოლოგია და წვლილი შევიტანეთ ელექტრონული კომერციის ტრანსფორმაციაში. ამჯერად, მომხმარებლების გამოცდილების სრულყოფისა და ციფრული გადახდების წახალისების მიზნით, ახალ კამპანიას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც Visa ბარათის მფლობელებსა და TNET-ის მომხმარებლებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მოიგონ შთამბეჭდავი პრიზები“, – აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
„ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო საინტერესო რომ გახდეს TNET ის ციფრული ეკოსისტემა, რომელსაც ათი ათასობით მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს, ჩვენს დიდი ხნის პარტნიორ Visa-სთან ერთად, დავიწყეთ 2 თვიანი გათამაშება, რომელიც გამარჯვებულებს ძალიან განსხვავებულ და სასიამოვნო საჩუქრებს ჰპირდება”, – თქვა გიორგი ჩუმაშვილმა, TNET-ის გენერალურმა დირექტორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ, მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ბრენდის მისიაა, დააკავშიროს მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. Visa-ს გუნდს სჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელ მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე.
[პარტნიორის კონტენტი]