2019 წლის ივლისში, „უნიქარდმა“ მიიღო Visa International-ის რეგიონალური სტრატეგიული პარტნიორობის შეთავაზება. ეს ქართული ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან პარტნიორობის პირველი და უნიკალური პრეცედენტია CEMEA რეგიონში.
საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ელექტრონული გადახდების შესაძლებლობების პრინციპულ ზრდას პროგნოზირებენ.„უნიქარდი“ ფინანსური ოპერაციების ბაზარზე იმუშავებს „ფეიუნიქარდის“ ქვებრენდის სახელით და 2019 წლის შემოდგომაზე, ერთგულ მომხმარებლებს, შესთავაზებს პირველ, ელექტრონულ საფულესთან დაკავშირებულ არასაბანკო საგადახდო საერთაშორისო ბარათებს, რომლებიც მჭიდროდ იქნება დაკავშირებული „უნიქარდის“ ლოიალობასთან და მომხმარებელთა დაჯილდოების მრავალფეროვან საშუალებებთან.
„ფეიუნიქარდის“ ელექტრონული კომერციის ინსტრუმენტებთან ერთად, „უნიქარდის“ ლოიალურობის პრინციპულად ახალი პროდუქტი – Smart CRM უნიქარდის პარტნიორებს, უმსხვილეს საერთაშორისო და ქართულ საცალო ბრენდებს ლოიალური მომხმარებლების დაჯილდოებით გაყიდვების ზრდის ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსაც მისცემს.
[R]