in

რამდენს ხარჯავენ ქართველები უცხოეთში, საბანკო ბარათებით

2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 1 597 828 000 ლარი დახარჯეს, რაც 31%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ სტატისტიკას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. წინა წლის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში ამ დანახარჯმა 1 217 737 000 ლარი შეადგინა.

BOG
BOG

რაც შეეხება კონკრეტულად 2018 წლის ნოემბერს, გასულ თვეს ქართული საბანკო ბარათებით უცხოეთში 170 445 000 ლარი დაიხარჯა, რაც წინა წლის ნოემბერთან შედარებით 44 მლნ ლარით მეტია. 2017 წლის ნოემბერში საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 126 618 000 ლარი შეადგინა. ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ნოემბერში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 36,9 მლნ ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოსტ ტერმინალებით, იმპრინტერით და ინტერნეტით კი 133,4 მლნ ლარის ოპერაციაა შესრულებული.

საათი, რომელიც სტრესის მაჩვენებელს ზომავს

5 კითხვა, რომელსაც თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტი უნდა პასუხობდეს