in

საჩუქრების საამქრო – Visa-ს & MY.GE-ს კამპანია მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად

Mystartup – საჩუქრების საამქრო” MY.GE-სა და Visa-ს ახალი, დიდი წამოწყებაა, რომელიც მცირე ბიზნესებისა და სტარტაპერების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამჯერად, კომპანია ყველა სტარტაპერს აძლევს სივრცეს, სადაც ციფრულ რეალობაში, ახალი ტიპის საახალწლო ბაზრობა მოეწყობა. აქ მომხმარებელს დახვდება ნამდვილი საზეიმო განწყობა და აქცევს მას დიდი დღესასწაულის ნაწილად. 1-ლი დეკემბრიდან, საჩუქრების საამქროში ყველა მომხმარებელი, ვინც მხარდაჭერას გამოუცხადებს ქართულ ბიზნესს და შეიძენს საჩუქრებს სტარტაპერებისგან Visa ბარათით, შეძლებს, ისარგებლოს დიდი ფასდაკლებებით, სასაჩუქრე შეფუთვით და უფასო მიტანით.

„Mystartup-ის საჩუქრების საამქრო მომხმარებელს საჩუქრის შერჩევასა და ადრესატამდე მიტანას გაუმარტივებს. ამგვარად ჩვენ ხელს ვუწყობთ მომავალი ბრენდების გაძლიერებას და ვეხმარებით კრიზისულ სიტუაციაში სირთულეების მარტივად დაძლევაში”, – ამბობს MY.GE-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი მურთაზ ფუტკარაძე.

„სტარტაპერები გახდებიან მასშტაბური საახალწლო კამპანიის ნაწილი და შეძლებენ, მომხმარებელს დახვდნენ თავისი ბიზნესით იქ, სადაც იქმნება ზღაპრული ახალი წელი“.

„Visa მუდმივად გვერდში უდგას მცირე ბიზნესის, სტარტაპების კრეატიულობასა და შეუპოვრობას. გვჯერა, რომ ჩვენი ძალების მიმართვა მათ დასახმარებლად არის ყველაზე მნიშვნელოვანი.  სწორედ ამიტომ, შევქმენით ინიციატივა #WhereYouShopMatters, რაც უბიძგებს თითოეულ მომხმარებელს, იფიქროს იმ დადებით გავლენაზე, რასაც მათ მიერ განხორციელებული შესყიდვები ახდენენ ადგილობრივ ბიზნესებზე.  ის, რაც ბევრისთვის მხოლოდ შოპინგია, მცირე ბიზნესების წარმომადგენლებისთვის არის ყველაფერი, მათი ბიზნესის განვითარებისთვის.  შესაძლებლობა გაყიდო „ონლაინ“, დღევანდელ რეალობაში არის გადამწყვეტი ბიზნესის წარმატებისთვის. სწორედ ამიტომ,  Mystartup-თან პარტნიორობით, გვინდა, დავეხმაროთ მცირე ბიზნესს და მომხმარებლებს მივცეთ საშუალება, შეიძინონ საახალწლო საჩუქრები ლოკალური მწარმოებლებისგან“, – კრისტინა დოროში, რეგიონალური მენეჯერი, კავკასიის რეგიონი

Mystartup ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტია საქართველოში, სადაც 100-ზე მეტი სტარტაპერის, 1500-ზე მეტი უნიკალური და ხელნაკეთი პროდუქტია განთავსებული ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლისთვის.

[R]

ახალი კამპანია იაპონიაში ქართული ეროვნული სამოსის პოპულარიზაციისთვის

Twitter ახალი ფუნქციის, აუდიო ფორმატის მქონე ვირტუალური “შეხვედრების ოთახის” ტესტირებას იწყებს