in

Visa გადახდების ქსელში კრიპტოვალუტას ამატებს

სტაბილური მონეტების გამოყენება “გლობალური კომერციისთვისაც” შეიძლება

veon
veon

Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალ კელიმ განაცხადა, რომ კომპანიას შესაძლებლობა აქვს, კრიპტოვალუტები უფრო “უსაფრთხო, სასარგებლო და გამოყენებადი” გახადოს. მისი თქმით, კრიპტოვალუტა “ციფრული ოქროა”, რომელიც ამ ეტაპზე გადახდის ფორმად არ გამოიყენება და შესაძლოა, სწორედ კომპანიის საგადასახადო ქსელში დაემატოს.

”ჩვენი სტრატეგია არის ვიმუშაოთ საფულეებსა და ბირჟებზე, რათა მომხმარებლებმა, Visa სერთიფიკატების გამოყენებით შეძლონ ამ ვალუტების შეძენა ან განაღდება. ასევე, განახორციელონ შესყიდვა ობიექტებში, სადაც Visa ბარათი გამოიყენება, რაც 70 მილიონ სავაჭრო ობიექტს გულისხმობს”ამბობს კელი. 

აღმასრულებლი დირექტორის თქმით, სტაბილური მონეტების გამოყენება “გლობალური კომერციისთვისაც” შეიძლება და თანაც, ციფრული ვალუტა, RTP და ACH ქსელების მსგავსად, ბლოკჩეინებზე მუშაობს.

რა არის ახალი? – „სილქნეტი“ ავტომატურად განახლებადი, „კოსმო“ პაკეტების შეთავაზებას იწყებს 

10 წლის შემდეგ Sonic the Hedgehog-ის სიმბოლური ხმა იცვლება!