VISA-მ ცოტა ხნის წინ გლობალური კამპანია She’s Next in Georgia, Empowered by Visa წამოიწყო, რომელიც ქალი მეწარმეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. კამპანია, ერთი მხრივ, ვიდეოსერიებს მოიცავს, რომელიც წარმატებული ქალების ისტორიებს გვიზიარებს, მეორე მხრივ კი, გვთავაზობს ბიზნეს კონკურსს, რომელიც ქალ მეწარმეებს მენტორულ პროგრამებსა და ფულად პრიზებს ჰპირდება.
ვიდეო სერიების ერთ-ერთი გმირია ანა კაჭკაჭიშვილი, ქართული ხელნაკეთი საპნებისა და ეკომეგობრული კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდის – „საპონერიას” დამფუძნებელი და Shark Tank საქართველოს ერთ-ერთი გამარჯვებული. ვიდეოში ანა მოუწოდებს მეწარმე ქალებს, არასოდეს შეაჩერონ წინსვლა და მიიღონ მონაწილეობა „ვიზას” კამპანიაში.













