in

Visa-ს გლობალური კამპანიის, She’s Next მე-3 ტალღა გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა

გლობალური კამპანია, She’s Next, Empowered by Visa-ს მესამე ტალღა საქართველოში დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო. მის ფარგლებში Visa-მ და ბიზნესფედერაციამ „ქალები მომავლისთვის”, საქართველოში მოღვაწე ქალი მეწარმეებისთვის კონკურსი გამოაცხადეს, რომლის გამარჯვებულებიც კამპანიის დასასრულს, სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

კონკურსის პირველი ადგილისა და 25 000 ლარის მფლობელი გახდა ანა ნადირაძე, ბრენდ Horsetours.ge-ს თანადამფუძნებელი. მეორე ადგილისა და 15 000 ლარის მფლობელი კი ნათია ბედენაშვილი გახდა, ბრენდ BiserNati-ს დამფუძნებელი. ჟიურიმ გამარჯვებულები წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია. სულ კონკურსზე 1000 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული და მათგან ჯერ ათეული, შემდეგ კი ორი გამარჯვებული გამოვლინდა.

კონკურსის მიზანი მეწარმე ქალების მხარდაჭერა და ახალი, საინტერესო იდეების აღმოჩენა იყო.

„თეგეტა აკადემიაში“ ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების სასწავლო პროგრამა დაიწყო

AI’m Loving It — როგორ აიღო ხელოვნურმა ინტელექტმა კონტროლი მაკდონალდსის ციფრულ არხებზე