19
Mar
2019

VISA კრიპტოვალუტის განყოფილებას ქმნის

19 Mar 2019

საფინანსო მომსახურების კორპორაციაVISA კრიპტოვალუტის განყოფილებას ხსნის. კომპანიამ Smartrecruiters.com-ზე ვაკანსიაც გამოაცხადა – ეძებს მენეჯერს, რომელიც ბაზარზე ამ მიმართულების სტრატეგიის დანერგვასა და განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ახალი განყოფილების, VISA Crypto Team-ის ხელმძღვანელი მონიტორინგს გაუწევს, კრიპტოვალუტის კუთხით, თანამედროვე პროგრამებისა და ტექნოლოგიების განვითარებას.

სიახლე მოულოდნელი არ ყოფილა – ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში,
VISA-ს გენერალურმა დირექტორმა ალფრედ კელიმ განაცხადა, რომ კომპანია კრიპტოვალუტის მიმართულებით აუცილებლად იმუშავებდა.

განხილვა