in

Visa იქაც დაგხვდებათ, სადაც სულაც არ გსურთ ყოფნა 

ფინანსური მომსახურების კომპანიის ახალ რეკლამაში უკაცრიელი კუნძულიდან ამბავს რაიან რეინოლდსი მოგვითხრობს, რომ Visa უბრალოდ ყველგან კი არ არის, სადაც ყოფნა გსურთ, არამედ იქაც, სადაც სულაც არ გინდათ, რომ იყოთ. ამიტომ არც უკაცრიელი კუნძულის ამბავია შემთხვევითი.

M2

„რეალური ამბავი ისაა, რომ ეს იდეა კამპანიისთვის ვიზას წლების წინ წარვუდგინეთ, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. უმეტეს შემთხვევაში ბრენდები მოგვმართავენ ჩვენ და შემდეგ გვეუბნებიან, რომ ვაშინებთ, მერე ამას ვაკეთებთ და ისინი ყვირილით გარბიან. მას შემდეგ, მხოლოდ წელს დავუკავშირდი ვიზას მარკეტინგის ხელმძღვანელს და ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, რომ ამ იდეაზე ვმუშაობდით, მან კი მითხრა „მოიცა ერთი წამით“…“, — ამბობს რეინოლდსი.

ასე იყო თუ ისე, ფაქტია, ახლა უკაცრიელ კუნძულზე გვამოგზაურებენ და Visa-ს სერვისებზე იქაც კი გვაძლევენ წვდომას, სადაც სულაც არ გვინდა ყოფნა: 

კიდევ ერთი უცნაური ამბავი ის არის, რომ იუმორს პირველად მიმართავენ კამპანიაში, რადგან ეს ყურადღების მისაქცევად შესანიშნავ სტრატეგიად მიაჩნიათ…

აღსანიშავია, რომ ბრენდი სლოგანს It’s everywhere you want to be 1985 წლიდან 2006 წლამდე იყენებდა, მისი შემოკლებული ვერსია Everywhere you want to be კი 2014 წელს გაგვაცნო და აქ უკვე საქმე ბრენდის გამოცდილებებთან დაკავშირებას ეხებოდა:

„Everywhere you want to be მჭიდროდ უკავშირდებოდა საზღვრისპირა მოგზაურობის იდეას, რაც ვიზას ტრანზაქციებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა. თუმცა ახლა კომპანია ამის გაფართოებას ცდილობს… ადამიანებს ორი რაიმეს გადაწყვეტა სურთ, პრობლემებისა და ოცნებების, ამიტომ მათ ოცნებების ნაწილი შევთავაზეთ. სლოგანის ახალი ვერსია კი პრობლემების გადაჭრას ეხება“, — განმარტავს ფრანკ კუპერი, Visa-ს CMO.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის კონფერენცია გაიმართება

PANTONE-მ სპორტული ფეხსაცმელების პალიტრა გამოუშვა