in

Spotlight Tech-ის გენერალური პარტნიორია Visa!

Spotlight Tech ბრუნდება! „ახალი დროა“ – ამ მთავარი გზავნილით, 5-წლის შემდეგ, წლის მთავარი ტექნოლოგიური დღესასწაული კვლავ ჩატარდება და სტუმრებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ესაუბრება. სფოთლაითის სივრცეში ინოვაციები და ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ, 2018 წელს გამოჩნდა. ახლა კი, 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში 600 გულანთებული სტუმარი შეიკრიბება, 30-მდე სპიკერის შთამაგონებელ გამოსვლას დაესწრება, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე ახლებურ ხედვას გაიზიარებს, გადაიაზრებს ტექნოლოგიების ცნებას ჩვენს ყოველდღიურობაში, შეხვდება ძველ კოლეგებს და გაიცნობს ახლებს. ღონისძიების გენერალური პარტნიორია Visa. Spotlight-ის მხარდაჭერაზე გვესაუბრა დიანა კიღურაძე – Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

M: წლევანდელი სფოთლაითი ტექნოლოგიური მიმართულებისაა. რითაა თქვენთვის საინტერესო ამ თემატიკის ღონისძიება და როგორია მოლოდინი?

Visa-სთვის Spotlight-ი მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი წლევანდელი Spotlight-ის თემატურ სიახლოვეს Visa-ს ღირებულებებთან. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტექნოლოგიურ განვითარებას, ვნერგავთ სხვადასხვა ტექნოლოგიას და ვთანამშრომლობთ რიგ საინტერესო ინიციატივასთან. Visa-ში, ჩვენ, გვჯერა რომ დიჯიტალიზაცია არის ქვეყნის მომავალი, რომელიც დღეს იწყება.

Visa-სთვის როგორც იდეოლოგიურად, ისე რესურსების მობილიზების თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ახალ პარტნიორობებს, ტექნოლოგიების განვითარებაში ინვესტირებასა და გადახდების უწყვეტი, დადებითი გამოცდილების შექმნას. ჩვენთვის პარტნიორობები ძალიან ღირებულია და ვაფასებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც ქვეყნისთვის, ციფრული გადახდების, ინოვაციური განვითარებისთვის და უნაღდო მომავლისთვის იქმნება.

ინოვაციების,  სტარტაპებისა და ფინტექ კომპანიების წახალისების მიმართულებით, Visa ძალიან საჭირო ინიციატივებით გამოდის, მათ შორის არის გლობალური კონკურსი – Visa Everywhere Initiative, რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობებს უხსნის ფინტექ კომპანიებს.

ჩვენს მოლოდინებს რაც შეეხება, გვჯერა რომ Spotlight-ი იქნება ძალიან ღირებული ღონისძიება, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს, წარმოაჩენს ახალ იდეებს და საფუძველს გააჩენს სამომავლო პარტნიორობებისა და თანამშრომლობისთვის. 

M: როგორია თქვენი შეფასება – რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული რეალობისთვის?

ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო სწრაფად მზარდი ბაზარია. VisaNet-ის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით პირველია მსოფლიოში, რაც მიუთითებს რომ ქვეყანა ღიაა ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებისა და უნაღდო ეკონომიკის განვითარებისთვის.

ამის პარალელურად კი, ისეთი მასშტაბური ღონისძიებების ყოველწლიურად ჩატარება, როგორიცაა Spotlight, უდიდესი წარმატება და პრივილეგიაა, რადგან ის ფოკუსირებულია ნეთვორქინგზე და გამოცდილებისა და იდეების გაზიარებისთვის არაჩვეულებრივ სივრცეს ქმნის. გარდა ამისა, Spotlight-ის ღონისძიება ერთგვარი ბიზნესის მხარდამჭერის როლსაც ასრულებს, რასაც Visa ძალიან აფასებს. 

M: რითაა ღირებული თქვენთვის სფოთლაითთან მეგობრობა?

Spotlight დიდ როლს  ასრულებს ქვეყნის ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაში და ამიტომაც, საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრშია. შესაბამისად, ძალიან გვეამაყება, ამ ინიციატივაში ჩართულობა და გვსურს, Visa-ს საერთაშორისო გამოცდილება გავუზიაროთ ფართო აუდიტორიას, რადგან მიგვაჩნია, რომ Visa-ს ჩართულობა გადამწყვეტია. 

ჩვენ გვჯერა, რომ Spotlight დიდ გავლენას მოახდენს ინდუსტრიის შემდგომ ზრდაზე და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მოუტანს ადგილობრივ ბიზნესს. ცვლილებები თავისით არ ხდება, ისინი მხოლოდ ადამიანებს მოაქვთ, ამიტომ ვამაყობთ, რომ მარკეტერთან ერთად, გაერთიანებული შესაძლებლობებით, ჩვენ დადებით ცვლილებებს მივცემთ ბიძგს.

ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt, ლისი ტრიო
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Adwise, Alta, Johnny Walker.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

მაღალი მოთხოვნა ელექტრომობილებზე და გაზრდილი გაყიდვები – Audi

გიტარისტის ცრემლით გაჟღენთილი მუსიკალური ფირფიტა — Crynyl