in

Visa-ს და Bolt-ის ზამთრის კამპანია დაიწყო!

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, Visa და Bolt მგზავრებს განახლებული შეთავაზებებით უბრუნდებიან. 

Bolt-ის აპლიკაციაში გააქტიურებულია Visa Winter კატეგორია, რომელიც გულისხმობს მგზავრობებს გუდაურის, ბაკურიანის, სტეფანწმინდის მიმართულებით და უკან. ამ კატეგორიაში მომხმარებლები Visa ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ასევე, ჩამოთვლილ ქალაქებში Visa-ს ნებისმიერი ბარათით გადახდისას, მგზავრები 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.

„ზამთრის კურორტებზე ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სასრიალოდ, დასასვენებლად წასვლა ყველასთვის საყვარელი აქტივობაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის გაგვემარტივებინა გადაადგილება და ცივ ზამთარში თბილი მოგონებების შექმნაში დავხმარებოდით. 

Visa-სთან პარტნიორობის ფარგლებში, Bolt-ის აპლიკაციაში არაერთი კამპანია გვქონდა აქტიური. ამჯერად მგზავრებს ზამთრის კურორტებზე შეღავათიან და კომფორტულ მგზავრობებს ვთავაზობთ“,აცხადებენ კომპანია Bolt Georgia-ს წარმომადგენლები.

[R]

BMW – ბრენდი, რომელმაც გაუძლო დროს და ქმნის მომავალს

Heineken-მა ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს ვიდეორგოლი მიუძღვნა