დღე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ – ასე აღწერენ ხოლმე „სფოთლაითს“ – ღონისძიებას, რომელმაც წლების მანძილზე, მარკეტერებს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების წარმომადგენლებს მოუყარა თავი და ერთ დიდ კომუნად აქცია. 14 ივნისს, Spotlight X კვლავაც შეკრებს ასეულობით სტუმარს და სასტუმრო „ტელეგრაფში“ უმასპინძლებს. საინტერესო თემები, ნაცნობი და უცნობი სპიკერები, ვორქშოპები და ნეთვორქინგი – ეს ყველაფერი უკვე მრავალი წელია ტრადიციად იქცა. „სფოთლაითის“ ისტორია 2013 წლიდან იღებს სათავეს და ამ ხნის განმავლობაში უამრავი მეგობარი და მხარდამჭერი შეიძინა. მათ შორის არის Visa. „სფოთლაითთან“ მეგობრობაზე გვესაუბრა დიანა კიღურაძე – Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.
M: „სფოთლაითთან“ ხანგრძლივი მეგობრობა გაკავშირებთ – როგორ ხედავთ ღონისძიების მნიშვნელობა, რას ცვლის ის ქართული ბიზნესისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემისთვის?
Visa აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს ციფრულ და ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებას. სწორედ ამ ხედვის ნაწილია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადამიანებს, იდეებსა და შესაძლებლობებს ერთმანეთთან აკავშირებს. „სფოთლაითთან“ ჩვენი პარტნიორობაც ამ მიზანს ემსახურება.
ეს არის პლატფორმა, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია, აერთიანებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს, ხელს უწყობს ახალი იდეებისა და გამოცდილებების გაზიარებას. მისი ისტორია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთმა შთამაგონებელმა იდეამ მთელი ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
როდესაც 2023 წელს „სფოთლაითის“ მხარდამჭერები გავხდით, დავინახეთ შესაძლებლობა, ხელი შეგვეწყო ინოვაციური აზროვნებისთვის, პროფესიული დიალოგისა და იმ კავშირებისთვის, რომლებიც ახალი პერსპექტივებისა და პარტნიორობების საფუძველს ქმნის. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ინიციატივები აძლიერებს ქვეყნის ბიზნესსა და ტექნოლოგიურ გარემოს და ხელს უწყობს საერთაშორისო ეკოსისტემაში მის ინტეგრაციას.
M: თქვენთვის რატომ არის კვლავაც მნიშვნელოვანი „სფოთლაითის“ მხარდაჭერა?
ჩვენთვის, Visa-ში, მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეების მხარდაჭერა, სადაც ადამიანები საკუთარი წარმატების გარდა, იმ გამოწვევებზეც საუბრობენ, რომლებიც ამ წარმატების უკან დგას. ხშირად სწორედ ეს გამოცდილებები ხდება ყველაზე ღირებული სხვებისთვის. „სფოთლაითი“ ქმნის შესაძლებლობას, რეალური ისტორიების მეშვეობით ვისაუბროთ პროფესიულ ზრდაზე, მიღებულ გაკვეთილებსა და იმ გზაზე, რომელმაც ადამიანები დღევანდელ შედეგებამდე მიიყვანა.
ტექნოლოგიური ინოვაციებიც სწორედ მაშინ იბადება, როდესაც ვაწყდებით გამოწვევას და ვიწყებთ უკეთესი, უფრო ეფექტური გადაწყვეტის გზების ძიებას. ამიტომაც მჯერა, რომ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ეკოსისტემის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. წლევანდელი ღონისძიება ამ მხრივ განსაკუთრებულია, რადგან ის რეალური გამოცდილებების გაზიარების საუკეთესო საშუალებას იძლევა. დარწმუნებული ვარ, ეს თანაბრად საინტერესო იქნება როგორც სპიკერებისთვის, ისე აუდიტორიისთვის.
M: გვიამბეთ იმ მთავარ ღირებულებებზე, რაც ღონისძიებასთან და მის სტუმრებთან გაერთიანებთ…
Tegeta-სა თუ სხვა წამყვანი პარტნიორების მსგავსად, Visa-ს საქმიანობის საფუძველიც ადამიანების, ბიზნესებისა და ინსტიტუტების დაკავშირებაა. ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესი სწორედ თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და ინოვაციების დანერგვის შედეგად მიიღწევა. ამავე ღირებულებებს ეფუძნება „სფოთლაითიც“. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, ახალი იდეებით ხდებიან შთაგონებულები და მყარ პროფესიულ კავშირებს ამყარებენ.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღონისძიების საერთაშორისო ხასიათი და ის, თუ როგორ აკავშირებს ადგილობრივ აუდიტორიას გლობალურ გამოცდილებასთან. Visa-ს ხედვას, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ღირებულება ეხმიანება: გავაერთიანოთ ადამიანები და შევქმნათ შესაძლებლობები უკეთესი მომავლისათვის.
M: როგორია მოლოდინი 14 ივნისის „სფოთლაითთან“ დაკავშირებით?
დარწმუნებული ვარ, წლევანდელი Spotlight X საინტერესო იდეების, ისტორიებისა და მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრების სივრცე იქნება. ღონისძიების ღირებულება მისი მრავალფეროვანი აუდიტორიითა და სპიკერებით განისაზღვრება. სწორედ ასეთი ფორმატები ქმნის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ერთმანეთისგან ისწავლონ, ახალი პერსპექტივები მოიპოვონ და მომავალ კოლაბორაციებს ჩაუყარონ საფუძველი.
მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს ამ ინიციატივას და მოუთმენლად ველი 14 ივნისს – დღეს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თითოეულ მონაწილეს მისცემს ახალ შთაგონებას.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: biletebi.ge. საქართველოს ბანკის ნებისმიერი Visa ბარათებით შეძენისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
კორპორაციული შესყიდვებისთვის დაუკავშირდით ელფოსტაზე: [email protected] – მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები და სასურველი ბილეთების რაოდენობა.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar













