„ავერსის კლინიკამ“ 16-წლიანი ისტორიის მანძილზე ხელმისაწვდომი გახადა საერთაშორისო დონის სამედიცინო სერვისები ქვეყნის შიგნით და შექმნა გარემო, რომელიც გახდა უცხოეთში სამკურნალოდ წასვლის სანდო ალტერნატივა და ადგილი, სადაც ნდობა და ზრუნვა ცენტრალურ ადგილს იკავებს.
რა არის ნდობა? როგორ ვაღწევთ მას და როდის ვანდობთ ექიმსა თუ კლინიკას ყველაზე ძვირფასს, რაც გაგვაჩნია — ჩვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს? სამედიცინო გამოკვლევების, ექიმთან ვიზიტისა თუ ოპერაციული ჩარევის დროს ნდობას გადამწყვეტი როლი უკავია, რადგანაც ჩვენ, ადამიანები, არამარტო ვეძებთ ექიმს, რომელიც უმაღლეს დონეზე შეასრულებს ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას ან ადგილს, სადაც ჩვენ სიცოცხლეს გადაარჩენენ, არამედ ამასთან ერთად, გამოჯანმრთელების გზაზე გვჭირდება გვერდში დგომა, ზრუნვა და თანადგომა, რაც საბოლოოდ ნდობას ბადებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე „ავერსის კლინიკამ“ შექმნა და ჩამოაყალიბა სწორედ პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რადგანაც გამოუვალ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი პირველ რიგში იწყებს ძებნას, მოკითხვას, მოძიებას, თუ ვის ანდოს ყველაზე ძვირფასი — თავისი ან ახლობლის სიცოცხლე.
სწორედ ამ გამოცდილებით „ავერსის კლინიკა“ პაციენტზე ზრუნვას იწყებს პრობლემის გაჩენის პირველივე წუთიდან და წარმოადგენს იმ გამოცდილ სამედიცინო დაწესებულებას, „ვისაც ყველაზე ძვირფასს ანდობ“.
M: რატომ ნდობა? რისი თქმა სურს „ავერსის კლინიკას“?
დიმიტრი ჯორბენაძე „ავერსის კლინიკის“ გენერალური დირექტორი: „ავერსის კლინიკამ“ მიზნად დაისახა, კიდევ ერთხელ შეახსენოს მომხმარებელს ქვეყნის შიგნით არსებული სამედიცინო სერვისების სანდოობის შესახებ. გვსურს, ჩვენს პაციენტებს ჩვენთან მიღებული გამოცდილებით მუდმივად დავანახოთ, რომ საზღვრების დატოვების გარეშეც შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სამედიცინო სერვისების მიღება საქართველოში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართული მედიცინის განვითარების პოპულარიზაციასა და მის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას, რაც სამედიცინო გადაწყვეტილებების და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საწყისია.
გვესმის, რომ ადამიანებს გამოჯანმრთელების გზაზე მუდმივად გვჭირდება გარკვეულ შიშთან გამკლავება, ამიტომ გვჯერა, რომ ამ რთულ გზაზე მათ გამხნევება, დარდის გაზიარება და იმედის მიცემა აძლიერებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მისიაა, ყველა ჩვენთან მოსულ ადამიანს ვაგრძნობინოთ, რომ გამოჯანმრთელება ახლოსაა, ჩვენ მის გვერდით ვართ და თავადაც ვენდობით იმ ფაქტს, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა.
16-წლიანი ისტორიის მანძილზე მუდმივი წინსვლა და პაციენტებზე ზრუნვა ჩვენი მამოძრავებელი ძალაა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პაციენტის კმაყოფილება და მისი ჯანმრთელობა, სწორედ ამიტომ ყოველდღიურად ვვითარდებით, მთელი მსოფლიოდან ჩამოგვაქვს საუკეთესო აპარატურა, ჩვენი ექიმები გადიან მუდმივ გადამზადებას — განვითარების ყოველ ეტაპზე ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენმა პაციენტებმა საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება მიიღონ „ავერსის კლინიკის“ ყველა ფილიალში.
ქირურგია „ავერსის კლინიკისათვის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ჩვენი უნიკალური ოპერაციების ნუსხა საკმაოდ ვრცელია — ჩვენთან პროფესიონალი ქირურგები ატარებენ ოპერაციებს ანგიოქირურგიის, ნეიროქირურგიის, ბარიატრიული ქირურგიის, პლასტიკურ-რეკონსტრუქციული, ენდოკრინული, ოფთალმოლოგიური, ონკოლოგიური, ოტო-რინო-ლარინგოლოგიული და ზოგადი ქირურგიის მიმართულებით. მუდმივად ვცდილობთ, ყველა ამ მიმართულებით განვვითარდეთ, ვიყოთ საუკეთესო, გავყვეთ პაციენტს განკურნების მთელს გზაზე მხარდაჭერითა და ზრუნვით, შევქმნათ საუკეთესო გამოცდილება და დავდოთ წარმატებული შედეგები, რომლებიც პაციენტში ნდობას იწვევენ.
M: მესიჯით, „ვისაც ყველაზე ძვირფასს ანდობ“ რისი თქმა გსურდათ კლინიკის გაადამიანურებით?
სწორედ აღნიშნეთ, ამ გზავნილით და არამარტო, ჩვენს მოქმედებებში, მისწრაფებებში, ხედვებსა და დამოკიდებულებაში „ავერსის კლინიკა“ წარმოადგენს ბრენდ-ადამიანს, ვისაც ვენდობით, ვინც გვერდში გვიდგას, ვინც გვამხნევებს და ვინც ჩვენზე ზრუნავს. ჩვენი მთავარი სათქმელიც სწორედ აქედან გამომდინარეობს და ასახავს ჩვენს იდენტობას, იმას, რისკენაც დაარსების დღიდან მივისწრაფვით.
„ავერსის კლინიკა“ მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის შემეცნებას, რომ ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, რომელიც წარმოადგენს უცხოეთში სამკურნალოდ წასვლის სანდო ალტერნატივას.
ჩვენ ვართ „ავერსის კლინიკა“, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო დონის სამედიცინო სერვისებს ქვეყნის შიგნით, ქმნის გარემოს, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთნდობასა და ზრუნვაზე და სადაც დარდიცა და გამარჯვებაც საერთოა!
[R]