Mercedes-Benz-ს ელექტრო მანქანების აბსოლუტურად ახლებური ხედვა აქვს. ის, რაც, კომპანიამ, ფრანკფურტის ავტოშოუზე წარადგინა, მისი ხელმძღვანელობის თქმით, განვითარების სრულიად სხვა საფეხურია. “3D ლედ განათებით, ინოვაციური, ვირტუალური პროპორციის “one bow“-ის საშუალებით, Vision EQS პროგრესულ, მაღალი კლასის დიზაინის ფილოსოფიას მიჰყვება, რითიც მას Mercedes-Benz ახალ სიმაღლეებზე აჰყავს. გრანდიოზული, თითქოს, გამოქანდაკებული ექსტერიერის დიზაინი ისედაც ბრწყინვალე ავტომობილს კიდევ მეტ დიდებულებას მატებს. მასში იდეალურადაა შერწყმული მდიდრული ხელგაშლილობა და აეროდინამიკური ელეგანტურობა“, – ასე გააცნეს „მერსედესის“ წარმომადგენლებმა Vision EQS-ის კონცეპტი ავტოშოუს სტუმრებს.
Mercedes-მა ახალი, Vision EQS-ის კონცეპტი წარადგინა
