in

VISION EQXX: Mercedes-Benz-ის დიდი წინსვლა ნაკლები დანახარჯებით

იგი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმოუდგენიათ კომპანიაში ელექტრო მანქანების მომავალი

MERCEDES-BENZ-მა თავისი ახალი ელექტრო მანქანა VISION EQXX წარადგინა, რომელიც,  დიდ ნახტომია ელექტრულ ეპოქაში. მანქანას ერთი დამუხტვით 620 მილის გავლა შეუძლია, რისთვისაც მას მძიმე ბატარეა არ სჭირდება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ მანქანით შორ მანძილზე წასვლა ნაკლები დანახარჯებით შეგვიძლია.

ამ სიახლით Mercedes-benz-ის მიზანია, ნაკლები ზემოქმედება პლანეტაზე და ხაზს უსვამს, რომ მწვანე ენერგიას პასუხისმგებლობით ეკიდება. ინჟინრებმა ბევრი იმუშავეს, რათა სრულიად ახალ საფეხურზე აეყვანათ ავტომობილის დიაპაზონი. ეს გათვალისწინებულია ყველა დეტალსა და ელემენტში. ახალი მოდელი მოწინავე ტექნოლოგიებს იყენებს, რომელიც მდიდრული დიზაინითა და მოხერხებულობით გამოირჩევა და, რაც მთავარია ზიანს არ აყენებს ბუნებას.

ძირითადი პუნქტები, თუ რითაა გამორჩეული აღნიშნული მოდელი, შემდეგია: ახალი საინჟინრო ტექნოლოგიის გამოყენებით, ავტომობილი ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს, კერძოდ, 100კმ-ზე 10კვტ/სთ-ზე ნაკლებს. მის შექმნაში გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომებისა, ფორმულა 1-ის მსგავსი ეფექტურობის პრინციპიც მოიაზრებოდა. ქიმიკოსთა ჯგუფის დახმარებით კი, მანქანა 50%-ით ნაკლებ მოცულობას ინარჩუნებს და 30%-ით მსუბუქია, ვიდრე EQS-ის (Mercedes-Benz EQS) ტესტირების რეჟიმში მყოფი პაკეტი. 

კომპანიის ბორდის თავმდჯომარე, ოლა კალენიუსი ამბობს, რომ ახალი VISION EQXX მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმოუდგენიათ კომპანიაში ელექტრო მანქანების მომავალი. 

ეს პროექტი სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ და ჩვენი მიზანი იყო, მივსულიყავით ყველაზე ეფექტურ mercedes-benz-ამდე, რაც კი აქამდე არსებულა”, – აცხადებს ის.

 

კომპანია, სადაც დიზაინ ფიქრის IDEOლოგია დაიბადა

თბილისში პირველი Wolt Market გაიხსნა!