in

Mercedes-მა 120 წლის წინანდელი მოდელი „გააცოცხლა“

Mercedes-Benz-მა ახალი ავტომობილის კონცეპტი წარადგინა. მოდელი, დაახლოებით, 120 წლის წინანდელი Mercedes Simplex-ის მიხედვით შე​იქმნა.

BOG
BOG

https://www.instagram.com/p/B2ZPKpLJcEa/?utm_source=ig_embed

Vision Mercedes Simplex-ის ფოტო „მერსედესის“ მთავარმა დიზაინერმა სოციალურ ქსელი უკვე განათავსა. ავტომობილი მხოლოდ ორისთვისაა, რაც უკვე ნოსტალგიურ განწყობას ქმნის. თუმცა, მხოლოდ ეს დეტალი არა – დიზაინერებმა და კონსტრუქტორებმა ყველაფერი უარყვეს, რასაც 21-ე საუკუნეში მომხმარებელი მანქანისგან ელოდება.

The Vision Mercedes Simplex ნამდვილად რეტრო ავტომობილია და არა ძველებურს მიმსგავსებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მოდელი. არც განსაკუთრებული სიჩქარე, არც კომპიუტერიზებული სისტემები. ის ძალიან უბრალოა – ბორბლები განზე აქვს გაწეული, სალონი დივანის ტიპის სავარძლებია, საჭე კი იატაკზეა დამაგრებული. მოკლედ, ზუსტად იმ Mercedes Simplex-ის მსგავსია, კომპანია 1902-დან 1909 წლამდე რომ აწარმოებდა.

Mercedes-Benz-ის წარმომადგენლებმა მოდელის კონცეპტი, საფრანგეთ​​ში, ქალაქ ნიცაში, დიზაინის ახალ ცენტრში წარადგინეს. მასთან დაკავშ​ირებული სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

პაემანი წარმოუდგენელია Diet Coke-ის გარეშე!

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ახალი სასწავლო წლის დაწყებას აღნიშნავს