in

ამ რეკლამების სუბტიტრები მხედველობის შემოწმებაში გვეხმარება

„თუ ამის წაკითხვა გიჭირთ, თვალების შემოწმება გჭირდებათ“, — წერია რეკლამის ბოლოს, რომელიც ფილმის ტრეილერის პრინციპითაა გადაღებული. რეალურად, Visionworks-ის კამპანია იმისკენაა მიმართული, რომ სუბტიტრების მცირე ზომის შრიფტით მხედველობის მდგომარეობის შემოწმებაში დაგვეხმაროს.

BOG

სარეკლამო სააგენტო Leo Burnett-თან თანამშრომლობით შექმნილი კონცეფცია ორ განსხვავებულ ვიდეორგოლს მოიცავს — Bomb Squad და Bed. თითოეულ მათგანს უცხოენოვანი ტრეილერის ესთეტიკა გასდევს, რომელშიც ინგლისურად მოსაუბრე მაყურებლები სუბტიტრებს უნდა დაეყრდნონ, რათა 60-წამიანი რეკლამის სიუჟეტი სრულყოფილად აღიქვან.

რეკლამებში გამოყენებული სუბტიტრების შრიფტი და ზომა სპეციალურად შეირჩა, რათა 20/20 ხედვით შესაძლებელი ყოფილიყო წაკითხვა. ასე რომ, თუ ეს ტექსტი ძალიან პატარა ან ბუნდოვანია მნახველისთვის, შეიძლება ოფთალმოლოგთან ვიზიტის დრო იყოს.

Lowenbrau – ცხოვრება შენს ხელშია

„დასამალი არაფერია” – თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია მენტალურ ჯანმრთელობაზე