in

კამპანია აჭარაში შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად – 15 ეპიზოდი, 15 განსხვავებული პერსონაჟი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კამპანია „აირჩიე ბათუმი“დაიწყო. მთავარი მიზანი, როგორც თავად ამბობენ, შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. პროექტისთვის, კრეატიულმა სააგენტო RedPoint-მა 15 რგოლი გადაიღო – სხვადასხვა პროფესიის, ცნობილი ადამიანები აჭარის კურორტებთან დაკავშირებულ ამბებს და ემოციებს იხსენებენ. კამპანიის ერთ-ერთი სახე კომპოზიტორი დავით ევგენიძეა. ვიდეო მისი მონაწილეობით ჯერ არ „გაშვებულა“, „მარკეტერის“ მკითხველს აქვს საშუალება, პირველმა ნახოს ნამუშევარი.

 

 

#აირჩიებათუმი „ონლაინ“ კამპანიაა, ვიდეოები სპეციალურად სოციალური მედიისთვის შეიქმნა. 8 რგოლი საზოგადოებამ უკვე იხილა. ერთ-ერთი პერსონაჟი ჯგუფ „ფრანის“ ვოკალისტი, მუსიკოსი გაგა ჩიხლაძეა.

 

ბათუმთან დაკავშირებულ ემოციებს იხსენებს მსახიობი ია სუხიტაშვილი.

 

„ბათუმისადმი ჩემი სიყვარული ორგვარია – სუბიექტური და ობიექტური. სუბიექტური არის წიგნი, რომელსაც ვწერ, ეს არის ბათუმის ლიტერატურული ისტორია და ობიექტური ეს არის თავისუფლება, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ ბათუმში“, – ამბობს მწერალი დავით ტურაშვილი.

 

კამპანიის საერთო გზავნილია #აირჩიესაქართველო. თითოეული პერსონაჟი კი თავის რჩეულ ადგილზე ყვება. თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძისთვის ასეთი მტირალას ეროვნული პარკია.

 

კამპანიაში მონაწილეობს მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი. ამბობს, რომ მისთვის ბათუმი სიყვარულია.

 

მწვანე კონცხი და ბათუმის ბოტანიკური ბაღი, განსაკუთრებული ადგილია Gardenia-ს დამფუძნებელ, მებაღე ზურაბ შევარდნაძისთვის.

 

რეჟისორ ლევან წულაძისთვის ქალაქი ბათუმი ცხოვრების მთავარი და დაუვიწყარი მოგონებაა.

 

„ წელს, ტურისტულ სეზონზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ამ კამპანიის გაკეთება, რადგან ახლა განსაკუთრებით სჭირდებოდა აჭარას შიდა ტურისტების მხარდაჭერა. მოვუწოდებთ ყველას, აირჩიონ საქართველო, აირჩიონ აჭარა “, – ამბობენ აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ამ კამპანიის კიდევ ერთი პერსონაჟი მსახიობი რუსკა მაყაშვილია.

 

#აირჩიებათუმი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. საზოგადოება კიდევ 6 ეპიზოდს იხილავს კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველის, ბათუმის დელფინარიუმის პიარ მენეჯერისა და შოუს წამყვანი ბერდია კუტუბიძის, ტელეწამყვან თორნიკე კვერენჩხილაძის, მოდელ თამთა შედანიას, ფოტოხელოვანების გოგა ჩანადირისა და მარი ნაკანის მონაწილეობით.

Credits:

Client: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

Agency: RedPoint

Project manager – Ramaz Urushadze

Director – Irakli Kacheishvili

Executive Producer – Natia Kirtskhalia

Producer – Maka Shalikashvili

Dop – Baqar Sharashenidze

Camera – Roma Mskhiladze

Air shooting – Beqa Mskhiladze

Make-up – Meri Nakashidze /Mariam Shvelidze

Cameraman – Giga Kokoladze

CGI – Mamuka Glonti

Color-grading – Alexey Nesterenko

Sound – Irakli Baramidze

Music – Insight, Frani

Translation: Tamar Nikuradze

„კერხერი“ – ბრენდი, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას გვინარჩუნებს

„უნიქარდი“ – „Visa International-ის პირველი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში“