in , ,

“ვისმინო” – ბგერის ჰარმონიით შექმნილი ღვინო

საქართველო ღვინის ქვეყანაა. ეს თითოეული ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი და საამაყო ამბავია. მიუხედავად ამისა, მაღაზიაში, ღვინის დახლთან დგომისას, ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ, რომ ქართული წარმოებული ღვინის უმეტესი ნაწილი ერთმანეთს გავს – შეფუთვით, სახელწოდებით, ფერებით, ორნამეტებით, განწყობით.

სწორედ ამ ერთგვაროვანი სურათის გასამრავალფეროვნებლად, „ქართულმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ (GWS)”  გადაწყვიტა ახალი, სრულიად უნიკალური კონცეფციის მატარებელი ღვინის ბრენდის შექმნა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/vismino/videos/630586473777085/” width=”720″ height=”320″ onlyvideo=”1″]

ბრენდინგი

“კონცეპტუალურად, ღვინის და მუსიკის ერთმანეთთან დაკავშირება ახალი არ არის. თუმცა, ჩვენ შევეცადეთ ამ თემას უფრო ღრმად ჩავყოლოდით და მეტი კავშირები გვეპოვა – ღვინოს [რომელიც ფერებად იშლება] და მუსიკას შორის, რომელიც ბგერების ერთობას და ჰარმონიას წარმოადგენს.” – ვატო ქავთარაძე „ვინდფორსის“ დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი

თავდაპირველად შეიქმნა სახელწოდება – „ვისმინო,“ რომელიც ბრენდის არსს, ხასიათსა და კონცეფციას გამოხატავს. ის რბილი ჟღერადობისაა და შეიცავს როგორც ღვინის სმის, ისე (მუსიკის) სმენის ასოციაციურ ელემენტებს (ვისმინო: ღვინო, ვინო, სმა, სმენა, მოვისმინო, ვისმინო).

რაც შეეხება ბოთლის შეფუთვას, ის ბგერებისა და ფერების ერთმანეთთან დაკავშირების თეორიების საფუძველზე შეიქმნა. “გადავწყვიტეთ, რომ ფერისა და ბგერის კავშირის ვიზუალიზაციის საუკეთესო საშუალება არა გრაფიკულ პროგრამაში შექმნილი დიზაინი, არამედ რეალური მუსიკალური ინსტრუმენტის მიერ „დახატული“ შეფუთვა იქნებოდა, რაც თითოეული ბოთლის დიზაინს უნიკალურს გახდიდა.” – ნინო გორდელაძე, კოპირაიტერი.

vismino ferebi

 

„საიმედო ტექნიკური ჯგუფის ძიების პროცესი ძალიან დიდხანს გაგვიგრძელდა. ყოველი ახალი შეხვედრა უარით სრულდებოდა. ბოლოს საკუთარი ძალებით გადავწყვიტეთ ბედის ცდა და ჩვენი ენთუზიაზმის იმედად დავიწყეთ ისეთი ფორტეპიანოს შექმნა, რომელზე დაკვრის შედეგადაც უნიკალურ ნახატებს მივიღებდით“. – ბიბი ასათიანი, კრეატიული დირექტორი

„ექსპერიმენტის ძირითადი ნაწილი, რომელიც ფილმშია ასახული,  4 დღეს და ღამეს გაგრძელდა. უამრავი წინასწარი შემოწმების მიუხედავად, ბოლო წუთამდე არავინ იყო დარწმუნებული, რომ ინსტრუმენტი იმუშავებდა და მასზე შესრულებული კომპოზიცია “დახატავდა.” – თამარ ცინცაძე, ექაუნთ მენეჯერი.

„ვისმინოს“ შექმნაზე (სტრატეგიულ ბრენდინგი, კრეატიული კონცეფცია, სახელი, დიზაინი, აღსრულება) საკომუნიკაციო სააგენტო „ვინდფორსმა“ იმუშავა. სააგენტოში ამბობენ, რომ ეს პროექტი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელია, რადგან თავდაპირველად ის განუხორციელებელ ოცნებას უფრო გავდა, ვიდრე რეალურ პროექტს.

3

ვიდეო

ეტიკეტის შექმნის ვიდეო რამდენიმე ნაწილისგან შედგება. თავიდან ვისმენთ სინათლის და ბგერის ერთმანეთთან დაკავშირების თეორიას. შემდეგ ვეცნობით ბრენდს, ვიგებთ ფორტეპიანოს მუშაობის მექანიკას და ბოლოს, კონკრეტული მუსიკალური კომპოზიციების შესრულების შედეგად, ვიღებთ უნიკალურ ნახატებს, რომლებიც ღვინის სხვადასხვა სახეობებისთვისაა განკუთვნილი და შესაბამისად, ეტიკეტზეც აისახება.

ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და 14 განსხვავებული კომპოზიცია შესრულდა, 14 სახეობის „ვისმინოსთვის“.

14 vismino

 

 

GWS-ში ამბობენ, რომ „ვისმინოს“ ექსპერიმენტი ამით არ დასრულებულა.  ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ამ ერთი შეხედვით უცნაურ ექსპერიმენტს კიდევ უფრო ამბიციური განვითარება ექნება.

ალბათ ყველას გსმენიათ ბგერის სხვადასხვა სუბსტანციებზე (წყალზე, სხვადასხვა სითხეებზე თუ მცენარეებზე) ზემოქმედების თეორიის შესახებ. მეცნიერული კვლევების თანახმად, ბგერა ცვლის წყლის კრისტალების სტრუქურას იმის მიხედვით, თუ როგორი სიხშირის, ტონალობის და განწყობის მატარებელია ის. იმასაც ამტკიცებენ, რომ ეს გემოვნურ თვისებებზეც ახდენს გავლენას.

„მიმდინარეობს სამუშაოები და ივნისის ბოლოს GWS-ის ვენახებში უკვე დამონტაჟებული გვექნება სპეციალური ელექტრონული აპარატურა, რომლის მეშვეობითაც ვაზი მუსიკას მოისმენს. მუსიკა, ასევე, ღვინის დაყენების ყველა საფეხურზე თანმხლები იქნება.“ – „მარუსია საქართველოს“ ბრენდ მენეჯერი, თორნიკე ახობაძე.

ასე რომ, ეტიკეტის შექმნა ამ ბრენდის მოგზაურობის მხოლოდ პირველი, საწყისი ეტაპია. წინ გველის ისტორიის ძალიან ბევრი და საინტერესო განვითარებები.

მანამდე კი დააგემოვნეთ “ვისმინოს” ის 6 სახეობა, რომლებიც უკვე წარმოდგენილია ბაზარზე.

6 vismino

 

დიზაინი : www.behance.net 

 

123

 

cred
6[1]-4 (dragged)

its



გაანადგურე ციფრული ნაგავი – სოციალური კამპანია გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ

როცა ძალიან ცხელა – ხილიანის ახალი რეკლამა