წარმოიდგინეთ, რამდენიმე ჰექტარ ვენახში გაშენებული ვაზი, რამდენად ძვირფასი შეიძლება იყოს, რომ სპეციალურად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მუსიკა შეურჩიო და რაც მთავარია, შემდეგ მოასმენინო… ვაზს, მაგალითად, ფრანც ლისტის „ოცნება სიყვარულზე“…
სხვადასხვა მეცნიერული თეორია საუბრობს მუსიკის მნიშვნელოვან როლზე მცენარის ზრდისა და არსებობის პროცესში. დოქტორ მასარუ ემოტოს თუ დავუჯერებთ, ბგერას სხვადასხვა სუბსტანციაზე: წყალზე, სხვადასხვა სითხესა თუ მცენარეზე ზემოქმედება შეუძლია. ბგერა ცვლის წყლის კრისტალების სტრუქტურას იმის მიხედვით, თუ როგორი სიხშირის, ტონალობისა და განწყობის მატარებელია ის.
„ცის, ბუნების, მიწისა და ვაზის ერთობლიობას ერთადერთი რამ, მუსიკა აკლდაო“ და ბრენდის იდენტობიდან გამომდინარე – ბგერებით შექმნილი ღვინის ქართულმა ბრენდმა „ვისმინო“ მუსიკალური მოგზაურობა მოუწყო „ჯივიესში“ ვენახებს, საიდანაც ბრენდის ღვინისთვის იკრიფება ყურძენი.
ვენახის ირგვლივ დავამონტაჟეთ სინათლის ბოძები, რომელზეც საუნდსისტემის ინსტალაცია მიდის. ეს პროექტი საშუალებას მოგცვემს, რომ მუსიკამ დაფაროს ვენახი. ანუ, ვაზი მოისმენს მუსიკას.
ისე, მეცნიერები იმასაც ამტკიცებენ, მუსიკა ღვინის გემოვნურ თვისებებზეც ახდენს გავლენასო.
რაც შეეხება ბოთლის შეფუთვას, ის ბგერებისა და ფერების ერთმანეთთან დაკავშირების თეორიების საფუძველზე შეიქმნა – რეალური მუსიკალური ინსტრუმენტის მიერ „დახატული“ გამოსახულება.