ახალგაზრდა კანის ლომების დაჯილდოება რომ უამრავ ემოციას უკავშირდება, ამას, ალბათ, თქმაც აღარ სჭირდება, მაგრამ გაინტერესებთ, ეს დღე პოსტერი რომ იყოს, როგორი იქნებოდა? ამ კითხვაზე პასუხი უკვე გვაქვს, რადგან ვისმინომ კანის დაჯილდოებაზე მოსულ სტუმრებს ადგილზე ფერადი ფორტეპიანო დაახვედრა. თუმცა ჩვეულებრივისგან ცოტათი განსხვავებული — თითოეულ კლავიშზე დაჭერა ვისმინოს პოსტერზე „ერთი ფუნჯის მოსმას“ ნიშნავდა. ახლა კი ვიგებთ, რომ იგი ღვინის შეფუთვად იქცევა…
Young Lions Georgia 2024 უკვე მეცხრე წელია ტარდება, რათა შეარჩიოს გუნდები, რომლებიც კანის საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალზე საქართველოს სახელით პირველობის მოსაპოვებლად იასპარეზებს. კონკურსის ერთ-ერთი პარტნიორი კი წელს სწორედ ვისმინო გახლდათ, ამიტომ ჩვენ თეა კიკვაძეს, ვისმინოს მარკეტინგის მენეჯერს ვკითხეთ:
M: რა აერთიანებს ვისმინოსა და კანის ლომებს?
Vismino თანამედროვე და ექსპერიმენტული ღვინის ბრენდია უნიკალური ბლენდებითა და ჯიშური მრავალფეროვნებით. სულ მალე სრულიად ორგანული ღვინის ბრენდი გახდება, რაც საკმაოდ თამამი ნაბიჯია ქართულ მეღვინეობაში.
ჩვენ მუდმივ ძიებაში ვართ, არ ვუშინდებით ახალი ღვინოების შექმნას. წარმოვადგენთ ქართული და საერთაშორისო ჯიშების ბლენდებს. ვიკვლევთ და ვაკვირდებით ქართულ იშვიათ ჯიშებს საქართველოს სხვადასხვა ტერუარზე, რადგან გვჯერა, რომ იქ, სადაც 500-ზე მეტი ენდემური ჯიში გვაქვს და ტერუარის ასეთი მრავალფეროვნებაა, ბევრი საინტერესო სიახლის შეთავაზება შეგვიძლია ღვინის მოყვარულთათვის.

გჯეროდეს საკუთარი მისწრაფების და ზედმიწევნით მუშაობდე ამ მიზნების მისაღწევად ზუსტად ის არის, რაც ბრენდის არსს, ხასიათსა და კონცეფციას გამოხატავს. Vismino-ს სახელწოდებაც გულისხმობს ბუნებისა და ცხოვრების მოსმენისა და დაკვირვების სურვილს — ვისმინო, სმენა, მოვისმინო. შესაბამისად, ის აერთიანებს ყველას, ვისაც უყვარს მოსმენა და დაკვირვება, ვინც გამბედავია და არ უშინდება ახალ იდეებსა თუ წამოწყებებს — სწორედ ეს აერთიანებს Vismino-სა და კანის ლომებს. Young Lions Georgia-ს ძალისხმევა მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, ის ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს წარმოაჩინონ თავიანი ახლებური იდეები, გაიზარდონ შემოქმედებითად და თავი წარმოაჩინონ საერთაშორისო ტალანტებს შორის.
M: კანის ლომების დაჯილდოებაზე ფორტეპიანო გქონდათ განთავსებული, გაგვიზიარეთ, რას სთავაზობდა იგი სტუმრებს?
Vismino-ს ფორტეპიანოს Young Lions-ის დაჯილდოებაზე გამოტანა საინტერესო ინტერაქციული გამოცდილება იყო — სტუმრებს შეეძლოთ, შეექმნათ ამ მნიშვნელოვანი დღის პოსტერი Vismino-ს ფორტეპიანოს მეშვეობით, რამაც 2024 წლის საქართველოს კანის ლომების საერთო განწყობა გამოხატა. თანაც რეალური მუსიკალური ინსტრუმენტის მიერ დახატული ილუსტრაცია თითოეული ბოთლის დიზაინს უნიკალურს ხდის.
M: რას გვეტყვით კანის ლომების სტუმრების მიერ შექმნილ პოსტერზე, სადმე ხომ არ აპირებ მის გამოყენებას?
Vismino-ს ბრენდს აქვს არქივი, რომელიც ბრენდის ისტორიას, თამამ ნაბიჯებსა და უნიკალურ ეტიკეტებს ასახავს, უმეტესი ნაწილი თელავში, ჩვენი ღვინის საწარმოშია გამოფენილი. Young Lions Georgia 2024-ისა და Vismino-ს კოლაბორაციული ილუსტრაციით კი შეიქმნება ღვინო სპეციალური შეფუთვით, რომელიც ვისმინოს კოლექციას შეემატება და სამახსოვროდ გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულებს.