in

რა ხდება, როცა ადამიანები მუდმივად ბუნდოვნად ხედავენ?

სტატიაში ვიზუალური თოვლის სინდრომზე მოგიყვებით…

ოდესმე გიგრძნიათ, რომ თქვენს თვალებს რაღაც ფარდასავით ჩამოეფარა და სამყაროს ტელევიზორის სტატიკური გამოსახულების მსგავსად უყურებდით? ეს იმას ჰგავდა, რასაც თოვლით დაფარული ფანჯრებიდან ხედავთ? სინათლისადმი მეტად მგრძნობიარეები გახდით? თუ ასეა, მაშინ, საქმე ვიზუალური თოვლის სინდრომთან გქონიათ. 

M2
M2

ეს არის ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვიზუალურ და არავიზუალურ სიმპტომებს მოიცავს. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომია სტატიკური ან მოციმციმე ნათებებისა თუ წერტილების დანახვა, რომელიც მხედველობას 24/7-ზე აფერხებს, მიუხედავად იმისა, თვალები დახუჭული გაქვთ თუ ღია… 

მართალია, დღეს ეს ბევრს აწუხებს, მაგრამ მედიცინაშიც კი ძალიან ცოტამ იცის ამის შესახებ, რის გამოც ზემოთ განხილული სიმპტომების მქონე ადამიანები თვითდიაგნოსტირებას მიმართავენ. სწორედ ამიტომ, არაკომერციული ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, იგი ადამიანებს ვიზუალური თოვლის სინდრომის შესახებ აწვდის ინფორმაციას და სთავაზობს გზებს, რომლითაც ამ მდგომარეობასთან გამკლავებაა შესაძლებელი. მათ უკვე ვიზუალური-თოვლის სინდრომის პირველი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები შექმნეს, რათა ექიმებს დიაგნოზის დასმა გაუმარტივონ. ამასთან, იმ სპეციალისტების ბაზაც შექმნეს, რომლებმაც ბევრი იციან ამ მდგომარეობის შესახებ.

რადგანაც ადამიანები ვიზუალური თოვლის სინდრომის დროს ნათლად ვერ ხედავენ, ხშირად ოფთალმოლოგს მიმართავენ. ასე შესაბამის პასუხსაც იღებენ, რომ ყველაფერი წესრიგშია. მიზეზი კი ის არის, რომ ვიზუალური თოვლის სინდრომი ნევროლოგიური აშლილობაა, რაც ნიშნავს, რომ თავის ტვინში ყალიბდება და შემდგომ ზემოქმედებს თქვენს მხედველობაზე.

საინტერესოა ისიც, რომ ყველა ადამიანისთვის ვიზუალური თოვლი ერთნაირი არ არის, მათ სულ რამდენიმე სიმპტომი აერთიანებს — ესაა სინათლეზე მგრძნობელობა და ტინიტუსი, ანუ ყურში რაღაც ხმების არსებობა. ზოგი ადამიანი ამ სინდრომთან ერთად ჩვეულებრივ ცხოვრობს, რადგან მისი სიმპტომები თითქმის შეუმჩნეველია, ზოგზე მსუბუქი გავლენა აქვს, ზოგს კი ყოველდღიურობაში ძალიან უშლის ხელს. ყველას კი ის აერთიანებს, რომ მუდმივად გაფუჭებული ტელევიზორის მსგავს კადრებს ხედავენ…

რა იწვევს ვიზუალური თოვლის სინდრომს? ზოგჯერ ადამიანები ამას კონკრეტულ მოვლენებს უკავშირებენ, თუმცა დადასტურებულად არაფერი ვიცით… ან როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას? ეს საკითხიც კვლევის ფაზაშია, მაგრამ აქ გარკვეული წინსვლა შეინიშნება — ნეირო-ოპტომეტრიული რეაბილიტაციის თერაპიით 2 ადამიანის განკურნება შეძლეს და ამ პროცესში FL-41-ის სათვალეების ტარებამაც კარგი შედეგი გამოიღო.

იაპონური სამუშაო ეთიკის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები

პაროლების ეპოქის დასასრული? — მათ ახალი ტექნოლოგია ჩაანაცვლებს